შვედეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა კარიერა დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შვედეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა კარიერა დაასრულა


შვედეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა კარიერა დაასრულა
შვედეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, კიმ კალსტრიომმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა, იტყობინება Expressen.

35 წლის ჰავბეკმა 2017 წლის სეზონი შვედურ "იურგორდენში" გაატარა, ქვეყნის ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და გუნდს მესამე ადგილის დაკავებაში დაეხმარა.

სეზონის დასრულების შემდეგ, ვეტერანმა კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.

კალსტრიომს კარიერის მანძილზე ისეთი კლუბების ღირსება დაუცვია, როგორებიც "ჰეკენი", "რენი", "ლიონი", "გრასჰოპერი", მოსკოვის "სპარტაკი" და ლონდონის "არსენალი" არიან.

შვედეთის ეროვნული გუნდის რიგებში კალსტრიომს 131 მატჩი აქვს ჩატარებული და 16 გოლი გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები