მოურინიოსა და გვარდიოლას ყველა დაპირისპირების ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიოსა და გვარდიოლას ყველა დაპირისპირების ისტორია


მოურინიოსა და გვარდიოლას ყველა დაპირისპირების ისტორია

გასულ კვირას პრემიერლიგაში მანჩესტერული დერბი გაიმართა, რომელშიც მოურინიო-გვარდიოლას დაპირისპირებათა სერიალის ახალი ეპიზოდი ვიხილეთ. აღნიშნული მატჩი კარგი საბაბია იმისთვის, რომ გავიხსენოთ ერთ დროს კოლეგებისა და ამჟამად მოსისხლე მტრების ურთიერთშეხვედრების ისტორია.

სეზონი 2009-2010
ჩემპიონთა ლიგა
ჯგუფური ეტაპი


ინტერი-ბარსელონა 0:0
ბარსელონა-ინტერი 2:0


ეპატაჟური დაპირისპირების დასაწყისი. გვარდიოლას "ბარსელონამ" მოურინიოს "ინტერს" აჯობა და ჯგუფის გამარჯვებულიც გახდა. პირველი სისხლი კატალონიელის ხელებზე აღმოჩნდა.

სეზონი 2009-2010
ჩემპიონთა ლიგა
1/2 ფინალი


ინტერი-ბარსელონა 3:1
ბარსელონა-ინტერი 1:0


მოურინიოსა და გვარდიოლას ყველა დაპირისპირების ისტორია

ერთ-ერთი საუკეთესო ორ-რაუნდიანი დუელი, რაც კი ჟოზესა და პეპს ერთმანეთში ჰქონიათ. აქ იყო ყველაფერი, ინტრიგა, დაძაბულობა, უამრავი საკამათო ეპიზოდი. ამ 1/2 ფინალმა გულგრილი არავინ დატოვა. მოურინიომ ჯგუფში მარცხის გამო უფრო მასშტაბური რევანში აიღო გვარდიოლაზე და პრინციპული მეტოქე ასპარეზობას გამოთიშა. თავად პორტუგალიელმა კი მოგვიანებით თასიც აწია.

სეზონი 2010-2011
ლა ლიგა


ბარსელონა-რეალი 5:0
რეალი-ბარსელონა 1:1


მოურინიოსა და გვარდიოლას ყველა დაპირისპირების ისტორია

მათი პირველი ელ კლასიკო. გვარდიოლას "ბარსა" იმ სეზონში შეუჩერებელი იყო, რომელიც ყველა მეტოქეს მიწასთან ასწორებდა. გამონაკლისი არც მოურინიოს "რეალი" აღმოჩნდა. პეპმა პირწმინდად დაჩაგრა ჟოზე ლა ლიგაში (და არა მხოლოდ იქ).

ბარსელონა 5-0 რეალი - ულამაზესი ელ კლასიკო


სეზონი 2010-2011
ჩემპიონთა ლიგა
1/2 ფინალი


რეალი-ბარსელონა 0:2
ბარსელონა-რეალი 1:1


მოურინიოსა და გვარდიოლას ყველა დაპირისპირების ისტორია

"ბარსამ" ჩემპიონთა ლიგაზეც აჯობა "რეალს" და მოგვიანებით თასსაც დაეუფლა. ამ ორი-მატჩიან დაპირისპირებაში გულშემატკივარი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ლიონელ მესი სხვა პლანეტიდან იყო მოვლენილი. არგენტინელმა 10-მა ფეერიული სანახაობა დადგა, რომელსაც "ბლანკოსის" მცველები და იკერ კასილასი შეეწირა.

ლეო მესის ლეგენდარული გოლი რეალის კარში


სეზონი 2010-2011
ესპანეთის თასის ფინალი


რეალი-ბარსელონა 1:0

მოურინიოსა და გვარდიოლას ყველა დაპირისპირების ისტორია

მეხუთე ელ კლასიკო სეზონში. გამარჯვებული ამჯერად მოურინიო გამოვიდა. კრიშტიანუ რონალდუს ეფექტური თავური დარტყმის წყალობით "რეალმა" მოუგო "ბარსელონას" და სამეფო თასი მოიპოვა.

სეზონი 2011-2012
ესპანეთის სუპერთასი


რეალი-ბარსელონა 2:2
ბარსელონა-რეალი 3:2


მოურინიოსა და გვარდიოლას ყველა დაპირისპირების ისტორია

ახალი სეზონი სუპერთასის გათამაშებით დაიწყო. ფინალური ბატალიები სანახაობრივი გამოდგა, გულშემატკივარმა 9 გატანილი გოლი იხილა. ამის გარდა, დაძაბულობამ თავის პიკს მიაღწია. იყო ჩხუბი, რომლის დროსაც მოურინიომ კინაღამ თვალი არ ამოთხარა ტიტო ვილანოვას. საბოლოოდ ყველაფერი გვარდიოლას გამარჯვებით დასრულდა.

სეზონი 2011-2012
ესპანეთის თასი
1/4 ფინალი


რეალი-ბარსელონა 1:2
ბარსელონა-რეალი 2:2


გვარდიოლამ კიდევ ერთხელ განამტკიცა თავისი აღმატებულობა მოურინიოზე, "ბლაუგრანამ" კი მოსისხლე მტერი თასის გათამაშებიდან გამოთიშა

სეზონი 2011-2012
ლა ლიგა


რეალი-ბარსელონა 1:3
ბარსელონა-რეალი 1:2


მოურინიოსა და გვარდიოლას ყველა დაპირისპირების ისტორია

ამ მომენტისთვის მათი უკანასკნელი ელ კლასიკო, იმ სეზონში კი ჯამში მეექვსე. რომელმა მათგანმა იმარჯვა უფრო დამაჯერებლად ეს გულშემატკივრების გადასაწყვეტია. უბრალოდ ფაქტი, მოურინიომ როგორც იქნა მოუგო "ბარსელონას" კამპ ნოუზე.

სეზონი 2013-2014
უეფას სუპერთასი


ბაიერნი-ჩელსი 2:2 ( პენ. 5:4)

მოურინიოსა და გვარდიოლას ყველა დაპირისპირების ისტორია

პორტუგალიელი გვარდიოლაზე ზედიზედ მეორე გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ყველაფერი ისე მოხდა, რომ მოგებული ისევ კატალონიელი და მისი ახალი გუნდი გამოვიდა.

სეზონი 2016-2017
პრემიერლიგა


მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი 1:2
მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:0


მოურინიოსა და გვარდიოლას ყველა დაპირისპირების ისტორია

დაპირისპირებამ ამჯერად ნისლიან ალბიონზე გადაინაცვლა და უნდა აღინიშნოს, რომ გვარდიოლა ჯერჯერობით აქაც ჯობნის მოურინიოს. გასულ სეზონში ჟოზეს "იუნაიტედმა" ვერაფერი დაუპირისპირა კატალონიელის "სიტის".

სეზონი 2016-2017
ინგლისის ლიგის თასი
მე-4 რაუნდი


მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი 1:0

როგორც ვხედავთ, მოურინიომ მაინც მოახერხა თავის აქტივში ერთი გამარჯვების ჩაწერა. მართალია ეს ყველაფერი მოკრძალებული ლიგის თასის მე-4 რაუნდში მოხდა, მაგრამ ამ პაექრობაში ხომ ყოველი მოგება მნიშვნელოვანია.

სეზონი 2017-2018
პრემიერლიგა


მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი 1:2

მოურინიოსა და გვარდიოლას ყველა დაპირისპირების ისტორია

ალბათ არასდროს იყო გვარდიოლა ისეთი აღმატებული თავის მეტოქეზე და ზოგადად ყველაზე როგორც ეს ხდება წელს. კატალონიელის გუნდი შეუჩერებელია, "ქალაქელები" უკვე 11 ქულით გაიჭრნენ წინ. მოურინიოს "იუნაიტედი" უბრალოდ მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა.

ჯამში მოურინიომ და გვარდიოლამ ერთმანეთში 20 მატჩი ჩაატარეს. 9-ჯერ პეპმა იმარჯვა, 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 4-ჯერ კი პორტუგალიელმა მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE



ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები