ემერი: "როცა ნეიმარი ბოლომდე იხარჯება, ის ყველა გულშემატკივრის საყვარელი ფეხბურთელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერი: "როცა ნეიმარი ბოლომდე იხარჯება, ის ყველა გულშემატკივრის საყვარელი ფეხბურთელია"


ემერი:
როგორც მოსალოდნელი იყო "პსჟ"-მ საფრანგეთში მორიგი მატჩი მოიგო. ამჯერად მათ "რენი" დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა იუნაი ემერიმ თავის ფეხბურთელებზე, კერძოდ კი ნეიმარზე ისაუბრა.

"როდესაც ნეიმარი მოედანზე მაქსიმუმს დებს და ბოლომდე თამაშობს, ეს გუნდს კარგად ადგება, რაც რენთან მატჩშიც გამოჩნდა.

ბოლომდე მოთამაშე ნეიმარი კი ყველა გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელია. სამივე შემტევმა გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა გოლი მაინც გავუშვით. დაცვაში სამუშაო გვაქვს", - აცხადებს ემერი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები