თუ პსჟ რეალს ვერ გაცდება, ემერი მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

თუ პსჟ რეალს ვერ გაცდება, ემერი მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს


თუ პსჟ რეალს ვერ გაცდება, ემერი მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს
"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის, მომავალი მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაზეა დამოკიდებული.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "Marca" იტყობინება, რომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას უმიზნებს და თუ "პსჟ" "სამეფო კლუბს" ვერ გაცდება, მაშინ ესპანელ სპეციალისტს უმალვე გუნდის დატოვება მოუწევს და ამის შესახებ თავად ემერიმაც იცის.

ფრანგული კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მიუნხენის "ბაიერნთან" მარცხით (1:3) ძალიან იმედგაცრუებული დარჩა და მიიჩნევს, რომ "რეალთან" პაექრობა ემერის უკანასკნელი შანსია.

"პსჟ" პირველ მატჩს მადრიდში 14 თებერვალს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო თამაში პარიზში 6 მარტს გაიმართება.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ უნაი ემერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები