რონალდუს სურს, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუს სურს, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდეს


რონალდუს სურს, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდეს
კრიშტიანუ რონალდუს სურს, რომ კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

ამჟამად, პორტუგალიელი სიის მე-4 პოზიციაზეა. მისი ანაზღაურება 34 მილიონ ევროს შეადგენს.

რონალდუს 2017 წელს ნეიმარმა გადაასწრო, რომელსაც "პარი სენ ჟერმენი" წლიურად 36 მილიონ ევროს უხდის.

კარლოს ტევესი, რომელიც ჩინეთში ასპარეზობს 38 მილიონ ევროს იღებს. პირველი ადგილი კი ლიონელ მესის უკავია.

კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, "ბარსელონა" მას ყოველწლიურად 43 მილიონ ევროს უხდის.

MARCA წერს, რომ რონალდუს ამ თემასთან დაკავშირებით პერესთან სურს გასაუბრება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები