იუვენტუსმა ბოლონია გაანადგურა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსმა ბოლონია გაანადგურა [VIDEO]


იუვენტუსმა ბოლონია გაანადგურა [VIDEO]
იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურში ტურინის "იუვენტუსმა" სტუმრად "ბოლონია" ძალიან მარტივად დაამარცხა - 3:0.

პირველ ტაიმში მირალემ პიანიჩმა ფანტასტიკური საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო მოგვიანებით მარიო მანჯუკიჩს ჩინებული პასი გაუკეთა, ხორვატმა ფორვარდმა კი ყველაფერი იდეალურად შეასრულა.

მეორე ნახევარში "იუვენტუსმა" დომინირება გააგრძელა და ბლეზ მატუიდიმ უძლიერესი დარტყმით "ბოლონიას" კარი მესამედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 41 ქულა დააგროვა და "ინტერს" ერთი ქულით გადაასწრო. ტურინელები ლიდერ "ნაპოლის" ასევე 1 ქულით ჩამორჩებიან.

ბოლონია 0:3 იუვენტუსი

გოლები: 0:1 - პიანიჩი (27'), 0:2 - მანჯუკიჩი (36'), 0:3 - მატუიდი (64').

შემადგენლობები

ბოლონია: მირანტე; მბაიე, გონსალესი, ჰელანდერი, მაზინა; დონსა (ფალეტი 65'), პულგარი, პოლი; ვერდი, დესტრო (პეტკოვიჩი 53'), ოკვონკვო (კრეიჩი 70').

იუვენტუსი: შესნი; დე შილიო, ბარძალი, ბენატია, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი (მარკიზიო 86'), მატუიდი; კოშტა (ბერნარდესკი 70'), იგუაინი, მანჯუკიჩი (დიბალა 76').

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები