ბორუსიამ ობამეიანგს გაუხანგრძლივა, მაგრამ ინფორმაცია არ გაავრცელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბორუსიამ ობამეიანგს გაუხანგრძლივა, მაგრამ ინფორმაცია არ გაავრცელა


ბორუსიამ ობამეიანგს გაუხანგრძლივა, მაგრამ ინფორმაცია არ გაავრცელა
დორტმუნდის "ბორუსიამ" პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოაქვეყნა.

"ყვითლების" სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა, გერმანულ ტელეარხ "Sky-ზე" საუბრისას აღიარა, რომ 28 წლის გაბონელმა მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

უცნაურია, რომ ამის შესახებ დორტმუნდელებს ოფიციალურ ვებ-საიტზე არაფერი დაუწერიათ და ფორმალურად მისი კონტრაქტი კვლავ 2020 წლამდეა გათვლილი.

გერმანული პრესის ინფორმაციით, პიერ-ემერიკთან კონტრაქტის გახანგრძლივება მისი ხელფასის სერიოზულ გაზრდას უკავშირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები