კოუტინიოსა და გრიზმანის ყიდვის შემთხვევაში, სუარესი შეიძლება ტოტენჰემში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოუტინიოსა და გრიზმანის ყიდვის შემთხვევაში, სუარესი შეიძლება ტოტენჰემში გადავიდეს


კოუტინიოსა და გრიზმანის ყიდვის შემთხვევაში, სუარესი შეიძლება ტოტენჰემში გადავიდეს
"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლუის სუარესი, არ არის გამორიცხული, ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნდეს.

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელმა შესაძლოა "ტოტენჰემთან" გააფორმოს კონტრაქტი, იტყობინება Don Balon.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, 30 წლის ურუგვაელი კატალონიურ გრანდს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ "ბარსელონა" "ლივერპულის" ნახევარმცველით, ფილიპე კოუტინიოთი და "ატლეტიკოს" თავდამსხმელით, ანტუან გრიზმანით გაძლიერდება.

ამ სეზონში სუარესმა 21 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები