ვის უგულშემატკივრებს ფორლანი კლასიკოში? - დიეგო საინტერესო კომენტარს აკეთებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვის უგულშემატკივრებს ფორლანი კლასიკოში? - დიეგო საინტერესო კომენტარს აკეთებს


ვის უგულშემატკივრებს ფორლანი კლასიკოში? - დიეგო საინტერესო კომენტარს აკეთებს
"ატლეტიკოს" ექს-თავდამსხმელმა, დიეგო ფორლანმა აღნიშნა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში "რეალსა" და "ბარსელონას" შორის გასამართ შეხვედრაში "სამეფო კლუბს" უგულშემატკივრებს.

გარდა ამისა, ურუგვაელმა ფორვარდმა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, ისიც თქვა, რომ ერთხელაც მადრიდულ კლუბში დაბრუნებას გეგმავს.

"ვიმედოვნებ, "რეალი" და "ბარსელონას" დაამარცხებს, რადგან ეს "ატლეტიკოს" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილთან მიახლოებაში დაეხმარება ("როხიბლანკო" კატალონიელებს 6 ქულით ჩამორჩება)", - ციტირებს ფორლანის სიტყვებს Football Espana.

"ჩემს მომავალზე თუ ვისაუბრებთ, ერთხელაც "ატლეტიკოში" დაბრუნება მსურს. გარდა ამისა, ისიც მინდა, რომ გრიზმანი გუნდში დარჩეს. ფანებს სურთ ეს და მათ ვეთანხმები".

შეგახსენებთ, ფორლანი "ატლეტიკოში" 2007 წლიდან 2012 წლამდე ასპარეზობდა. ამ დროის განმავლობაში მან 198 მატჩი ჩაატარა და 96 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, იგი მადრიდელებს ევროპა ლიგისა და უეფას სუპერთასის მოგებაშიც დაეხმარა.

"რეალი" - "ბარსელონა" ხვალ, 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები