მანჯუკიჩი რომასთან ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჯუკიჩი რომასთან ითამაშებს


მანჯუკიჩი რომასთან ითამაშებს

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურის თამაშის წინ, შინ "რომას" წინააღმდეგ, ტურინის "იუვენტუსს" მარიო მანჯუკიჩი დაუბრუნდა.

გამოცდილმა ხორვატმა თავდამსხმელმა ბოლო რამდენიმე კვირა გამოტოვა, მაგრამ როგორც ჩანს, ხვალინდელი მატჩისათვის გამოჯანმრთელება მოასწრო.

"ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, მანჯუკიჩი "ჯალოროსისთან" შეხვედრის განაცხადში შეიყვანა.

"იუვენტუსის" განაცხადი "რომასთან" მატჩისათვის: შესნი, პინსოლიო, ლორია; ლიხშტაინერი, რუგანი, ბარძალი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო, ასამოა; პიანიჩი, ხედირა, მარკიზიო, მატუიდი, სტურარო, ბენტანკური; ბერნარდესკი, დუგლას კოშტა, კუადრადო, მანჯუკიჩი, პიაცა, იგუაინი, დიბალა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსირომა მარიო მანჯუკიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები