კამპ ნოუსა და ბერნაბეუს შემდეგ ყველაზე მეტი მაყურებელი დინამოზე იყო - უცხოური გამოცემის სტატისტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კამპ ნოუსა და ბერნაბეუს შემდეგ ყველაზე მეტი მაყურებელი დინამოზე იყო - უცხოური გამოცემის სტატისტიკა


კამპ ნოუსა და ბერნაბეუს შემდეგ ყველაზე მეტი მაყურებელი დინამოზე იყო - უცხოური გამოცემის სტატისტიკა

ერთ-ერთმა ცნობილმა რუსულმა სპორტულმა რედაქციამ ჩაატარა კვლევა იმის დასადგენათ თუ რომელი საბჭოთა გუნდის მატჩებზე დადიოდა ყველაზე მეტი გულშემატკივარი. აღმოჩნდა, რომ 1976 წლიდან-1986 წლამდე ნომერ პირველი კლუბი ამ მხრივ თბილისის "დინამო" იყო. ყველაზე მეტი ხალხმრავლობა სწორედ "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე" შეინიშნებოდა.

ამის გარდა, გახდა ცნობილი ჩვენთვის კიდევ ერთი სასიხარულო და საამაყო ფაქტი, რომლის შესახებაც სტატიის ბოლოს წაიკითხავთ. იქამდე კი გადავავლოთ თვალი იმ ეპოქას, როდესაც ჩვენს სტადიონზე ერთ თავისუფალ ადგილსაც ვერ ნახავდა გულშემატკივარი.

1977 წლის სეზონი. დინამოს საშინაო მატჩებზე დამსწრეთა საშუალო რაოდენობა - 68200 ადამიანი

კამპ ნოუსა და ბერნაბეუს შემდეგ ყველაზე მეტი მაყურებელი დინამოზე იყო - უცხოური გამოცემის სტატისტიკა

სსრკ-ს აბსოლიტური რეკორდული მაჩვენებელი. ამდენი ხალხი საბჭოთა სტადიონებზე არასდროს ყოფილა. იმ წელს "დინამო" ვიცე-ჩემპიონი გახდა.

1978 წლის სეზონი. დინამოს საშინაო მატჩებზე დამსწრეთა საშუალო რაოდენობა - 56867 ადამიანი

"დინამო" სსრკ-ს ჩემპიონი ხდება. იწყება ყველა ქართველისთვის საამაყო ერა.

თბილისის დინამო ანადგურებს მოსკოვის ცსკა-ს და საბჭოთა ჩემპიონი ხდება


1979 წლის სეზონი. დინამოს საშინაო მატჩებზე დამსწრეთა საშუალო რაოდენობა - 55882 ადამიანი

კამპ ნოუსა და ბერნაბეუს შემდეგ ყველაზე მეტი მაყურებელი დინამოზე იყო - უცხოური გამოცემის სტატისტიკა

თბილისური გუნდის მოთამაშეების დიდი წარმატება. სსრკ-ს თასის მოგება და კიდევ ერთიი ნაბიჯი ეპოქალური ტრიუმფისკენ.

1980 წლის სეზონი. დინამოს საშინაო მატჩებზე დამსწრეთა საშუალო რაოდენობა - 45471 ადამიანი

შუალედური წელი სსრკ-ს თასისა და უეფას თასების მფლობელთა თასის მოგებებს შორის. იმ სეზონში "დინამომ" მე-4 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში.

1981 წლის სეზონი. დინამოს საშინაო მატჩებზე დამსწრეთა საშუალო რაოდენობა - 47251 ადამიანი

"დინამო" იკავებს მე-3 ადგილს სსრკ-ს ჩემპიონატში, თუმცა მთავარი წარმატება ევროპაში იყო. ქართული კლუბი უეფას თასების მფლობელთა თასს ეუფლება და სამუდამოდ შედის ისტორიაში.

ქართული ფეხბურთის საუკუნის მატჩი


1984 წლის სეზონი. დინამოს საშინაო მატჩებზე დამსწრეთა საშუალო რაოდენობა - 57247 ადამიანი

მორიგი წელი, როდესაც სტადიონზე ცარიელი ადგილები პრაქტიკულად არ იყო. მხოლოდ 1983 წელს მოხდა ე.წ. ჩავარდნა.

1985 წლის სეზონი. დინამოს საშინაო მატჩებზე დამსწრეთა საშუალო რაოდენობა - 54429 ადამიანი

ქართული კლუბის იშვიათი წარუმატებელი სეზონი, რომელიც ჩემპიონატში მე-8 ადგილით დასრულდა. ამის მიუხედავად, გულშემატკივარი მაინც ბოლომდე გვერდში ედგა საყვარელ გუნდს.

70-იანების ბოლოს ახალი, დიდი სტადიონის აშენების შემდეგ, "დინამო" სსრკ-ს ნომერ პირველი გუნდი ხდება სტადიონზე დამსწრე გულშემატკივართა რაოდენობით.

1977 წლის რეკორდულ სეზონში, "სპორტ ექსპრესმა" გამოაქვეყნა უკვე ევროპული სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, "ეროვნულ სტადიონზე" მეტი ხალხი მხოლოდ "სანტიაგო ბერნაბეუსა" და "კამპ ნოუზე" შეინიშნებოდა. ესე და ამგვარად, "დინამო" ევროპის მე-3 გუნდი იყო "რეალისა" და "ბარსელონას" შემდეგ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები