ჰამშიკმა მარადონას რეკორდი მოხსნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამშიკმა მარადონას რეკორდი მოხსნა


ჰამშიკმა მარადონას რეკორდი მოხსნა

"ნაპოლის" კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი, კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურში ნეაპოლურმა კლუბმა შინ "სამპდორია" მიიღო და მეტოქე უხვგოლიან მატჩში 3:2 დაამარცხა.

გამარჯვების მომტანი ბურთი 39-ე წუთზე 30 წლის სლოვაკმა ცენტრმა გაიტანა და დიეგო არმანდო მარადონას 26 წლიანი რეკორდი დაამხო.

მარეკ ჰამშიკს "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 116 გოლი დაუგროვდა და ლეგენდარულ არგენტინელს (115) გადაასწრო.

მარეკ ჰამშიკი ნეაპოლური კლუბის რიგებში 2007 წლიდან ირიცხება და 477 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები