იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი ტურინის "იუვენტუსსა" და "რომას" შორის შედგა.
ტურინელებმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნეს, რის შემდეგაც თამაში შედარებით დაბალ ტემპში მიმდინარეობდა.
როგორც ჩანს, "იუვენტუსმა" ანგარიშის შენარჩუნებაზე იზრუნა, რაც გამოუვიდა და საბოლოოდ, 1:0 იმარჯვა.
ამ გამარჯვებით "იუვენტუსმა" 44 ქულა დააგროვა და ლიდერ "ნაპოლის" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
სატურნირო ცხრილი
ვიდეო მიმოხილვა