ალეგრი: "რომასთან მატჩის მიწურულს იუვენტუსს ნერვიულობა მოუწია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "რომასთან მატჩის მიწურულს იუვენტუსს ნერვიულობა მოუწია"


ალეგრი:

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "რომასთან" (1:0) გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ რომაელები ჯერ კიდევ იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის.

სპეციალისტის თქმით, შეხვედრის ბოლოს გუნდს ნერვიულობა მოუწია.

"კარგი თამაში იყო, თუმცა მიწურულს ნერვიულობა მოგვიწია", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Mediaset Premium.

"მეტის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ანგარიშით 1:0 გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა".

"ჩემი აზრით, ჩემპიონობისთვის ბრძოლას "რომა" ჯერ კიდევ გააგრძელებს. როგორც "ნაპოლი", "ინტერი" და "ლაციო". დღეს მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ, რადგან რომაელები ახლოს არ მოვუშვით", - დასძინა მასიმილიანომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები