ატლეტიკო: 70 მილიონი ობამეიანგის სანაცვლოდ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკო: 70 მილიონი ობამეიანგის სანაცვლოდ


ატლეტიკო: 70 მილიონი ობამეიანგის სანაცვლოდ
დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალურ თავდამსხმელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ახალი მსურველი გამოუჩნდა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ზამთარში 28 წლის გაბონელი ფორვარდის შეძენას მადრიდის "ატლეტიკო" ეცდება, რომელიც ანტუან გრიზმანის პოტენციურ შემცვლელს ეძებს.

"როხიბლანკოს" ხელმძღვანელობა მზად არის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გერმანულ კლუბს 70 მილიონი ევრო შესთავაზოს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში ობამეიანგმა 21 გოლი გაიტანა და ის დორტმუნდის "ბორუსიაში" ბოლომდე კმაყოფილი არ არის, ვინაიდან გუნდი ახლა მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები