ატლეტიკო ახალწვეულებს 31 დეკემბერს წარადგენს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკო ახალწვეულებს 31 დეკემბერს წარადგენს


ატლეტიკო ახალწვეულებს 31 დეკემბერს წარადგენს
"ატლეტიკოს" 2017 წლის ბოლო დღეს კლუბის ახალწვეულების, თავდამსხმელ დიეგო კოშტასა და ნახევარმცველ ვიტოლოს წარდგენა უნდა, იტყობინება Egypttoday.

პრეზენტაცია "როხიბლანკოს" საშინაო არენაზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, ვიტოლოს ტრანსფერი მადრიდულმა კლუბმა ზაფხულში შეათანხმა, შემოდგომაზე კი - დიეგო კოშტასი. თუმცა, სატრანსფერო ბანის გამო, ამ ფეხბურთელებს 2018 წლის იანვრამდე არ შეეძლოთ "ატლეტიკოს" რიგებში თამაში.

ვიტოლო იჯარის წესით "ლას პალმასში" ასპარეზობდა. კოშტას, რომელიც "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედიოდა, ამ სეზონში არ უთამაშია და "ატლეტიკოსთან" ერთად ვარჯიშობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები