"საუკეთესო მწვრთნელი ხარ, მადლობა ყველაფრისთვის!" - მესის საყვარელი დამრიგებლის ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"საუკეთესო მწვრთნელი ხარ, მადლობა ყველაფრისთვის!" - მესის საყვარელი დამრიგებლის ისტორია



2005 წლის თებერვალში "The Guardian"-ის ჟურნალისტები "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის კაბინეტს ესტუმრნენ. ოთახში სრული ქაოსი იყო-მტვერი, უამრავი დოკუმენტაცია მაგიდაზე და ძირს დაყრილი სხვადასხვა ვიდეო ჩანაწერები. სავარძელში ეულად იჯდა პიროვნება, რომელიც გონებაში ახალ "ბარსელონას" ჰქმნიდა.

რაიკაარდმა "Barclay"-ის ფირმის სიგარეტს გაუკიდა და ინტერვიუ დაიწყო. ჟურნალისტებს აინტერესებდათ თუ რას ფიქრობდა ფრანკი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მეტოქეზე-ჟოზე მოურინიოს "ჩელსიზე". ჰოლანდიელი ძალიან ზედაპირულად, მშვიდად და მარტივ ენაზე ესაუბრა რეპორტიორებს, რის გამოც ინტერვიუ არ გამოვიდა შთამბეჭდავი. არადა მისი პორტუგალიელი კოლეგა პლეი-ოფამდე რამდენიმე კვირით ადრე უკვე აკეთებდა ხმამაღალ განცხადებებს:

"მე და რაიკაარდი თანატოლები ვართ, თუმცა მე უფრო მეტი ტიტული მაქვს მოგებული," - იძახდა მოურინიო "ბარსელონას" მწვრთნელზე.

"საუკეთესო მწვრთნელი ხარ, მადლობა ყველაფრისთვის!" - მესის საყვარელი დამრიგებლის ისტორია

ზოგადად ფრანკი ყოველთვის გაწონასწორებული და აუღელვებელი იყო, მათ შორის პრეს-კონფერენციების დროსაც. ჰოლანდიელი არასდროს უნახავთ განრისხებული ან თუნდაც ანერვიულებული.

მუშაობის პროცესში რაიკაარდი სულ სხვანაირი იყო. ჰოლანდიელი 2003 წელს მოვიდა "ბარსელონაში", რომელიც იმ დროს ღრმა კრიზისში იმყოფებოდა. ფრანკის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნვა სრული ავანტიურა იყო, მან უბრალოდ უთხრა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას:

"ბარსა თავის საფირმო, შემტევ ფეხბურთს დაუბრუნდება, თუმცა დიდ ყურადღებას დაცვასაც დავუთმობ, რადგან სამწვრთნელო თვალსაზრისით მე ჰოლანდიელი იტალიელი ვარ,"

"საუკეთესო მწვრთნელი ხარ, მადლობა ყველაფრისთვის!" - მესის საყვარელი დამრიგებლის ისტორია

რაიკაარდმა გრანდიოზულად მოახდინა "ბლაუგრანას" მოდერნიზირება. მას ჰქონდა თავისი ფილოსოფია და სამწვრთნელო მეთოდები. ჰოლანდიელმა გამოყო 11 ფეხბურთელი, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრები იქნებოდნენ, სხვებს კი უთხრა თუ რა უნდა გაეკეთებინათ მათ, რომ ისინი სასტარტოდან ამოეგდოთ.

ასეთი იყო რონალდინიოს სადებიუტო გოლი ბარსელონაში


ამის გარდა, ფრანკს ძალიან უყვარდა დისკუსიები. ის ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს საუბრობდა ბევრს თავის მწვრთნელებთან და პროფესიის შეცვლის შემდეგ, ჰოლანდიელმა იგივეს გაკეთება შეგირდებსაც მოუწოდა. გუნდში სრული დემოკრატია სუფევდა. სწორედ ამ დიალოგების შედეგად მოხდა ლიონელ მესის ჩქარი ტემპით გადმოყვანა მთავარ გუნდში.

"საუკეთესო მწვრთნელი ხარ, მადლობა ყველაფრისთვის!" - მესის საყვარელი დამრიგებლის ისტორია

ლეოს შესახებ რონალდინიომ ისაუბრა, ბრაზილიელმა დაარწმუნა რაიკაარდი, რომ არგენტინელი შემტევი "ბარსელონას" მომავალი ლიდერი გახდებოდა. ფრანკმა დაუჯერა რონის და ფაბიო კაპელოს მტკიცე უარი უთხრა, იტალიელი სპეციალისტი იმ დროს მესის "იუვენტუსში" იჯარით გადმოყვანაზე ოცნებობდა.

მესის დებიუტი დიდ ფეხბურთში ჟოზე მოურინიოს პორტოს წინააღმდეგ იყო


"ის არ იყო ორატორი და არ გამოირჩეოდა სამოტივაციო საუბრებით. რაიკაარდი უბრალოდ დეტალურად გვიხსნიდა თუ როგორ უნდა მოგვეგო კონკრეტული მატჩი," - იხსენებდა დენის ბერგკამპი, რომელთანაც ფრანკი თავის დროზე ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობდა.

"საუკეთესო მწვრთნელი ხარ, მადლობა ყველაფრისთვის!" - მესის საყვარელი დამრიგებლის ისტორია

"ბარსელონაში" რაიკაარდი იგივე მეთოდებს მიმართავდა: "მოედანზე უნდა ეძებოთ არა ბურთი, არამედ მოწინააღმდეგე. ბურთი დამოუკიდებლად კარში არ შეგორდება,"

ამ ყველაფერთან ერთად, ჰოლანდიელი უბრალოდ გენიალურ ტრანსფერებს ახორციელებდა-რონალდინიო, ეტო'ო, ლარსონი, დეკუ, ჟიული, ბელეტი, ედმილსონი და სხვები. რაიკაარდის აბსოლიტურად ყველა შენაძენმა გაამართლა და დაეხმარა გუნდს წარმატების მიღწევაში. ფრანკმა ძალიან სწორად გაანაწილა კლუბში როლები. მოედანზე ლიდერი ბრაზილიელი 10-იანი იყო, გასახდელში კი მოტივატორის ფუნქციები წილად ხვდა ფილიპ კოკუს, შემდეგ კი უკვე კარლეს პუიოლს.

"საუკეთესო მწვრთნელი ხარ, მადლობა ყველაფრისთვის!" - მესის საყვარელი დამრიგებლის ისტორია

რაიკაარდმა "კამპ ნოუზე" ხუთი სეზონი გაატარა, ერთი წლით მეტი ვიდრე გვარდიოლამ. ამ დროის განმავლობაში მან დააბრუნა გვირგვინი კატალონიის დედაქალაქში და შექმნა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გუნდი. ახალგაზრდა და გამოუცდელი მესი და ინიესტა, ფორმის პიკში მყოფი რონალდინიო და ეტო'ო, დიდ ფეხბურთს უკვე შეჩვეული ხავი და პუიოლი. ამ "ბარსელონას" ხილვა ერთი დიდი სიამოვნება იყო ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივარისთვის.

"საუკეთესო მწვრთნელი ხარ, მადლობა ყველაფრისთვის!" - მესის საყვარელი დამრიგებლის ისტორია

იმ "ბლაუგრანაში" ყველაფერი ძალიან მარტივად იყო მოწყობილი, სწორედ ამ ფაქტორმა დაღუპა მოგვიანებით რაიკაარდის კარიერა "კამპ ნოუზე". მოგებული ტიტულების შემდეგ, "ბარსას" ვარსკვლავებმა მოტივაცია დაკარგეს და მოდუნდნენ, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა კი მათი გამოფხიზლება ვერ მოახერხა.

"ბარსელონას" შემდეგ რაიკაარდი დიდ ფეხბურთს გაერიდა. ის ბევრი ფულის საშოვნელად ჯერ "გალათასარაიში" წავიდა, შემდეგ კი საუდის არაბეთში. 2014 წლის მარტში ჰოლანდიელმა საბოლოოდ აიცრუა გული საყვარელ საქმიანობაზე და კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

"საუკეთესო მწვრთნელი ხარ, მადლობა ყველაფრისთვის!" - მესის საყვარელი დამრიგებლის ისტორია

ახლა ფრანკი ამსტერდამში ცხოვრობს, ის ბიზნესით არის დაკაებული. ფეხბურთის გულშემატკივრებს ნელ-ნელა ავიწყდებათ გენიალური ჰოლანდიელი და მისი უმშვენიერესი გუნდი, ახალგაზრდა თაობამ კი საერთოდ არ იცის თუ ვინ არის იგი. ზოგი თვლის, რომ რაიკაარდს უბრალოდ გაუმართლა, რადგან მას ჰყავდა საუკეთესო ფორმაში მყოფი რონალდინიო და მხოლოდ ბრაზილიელი შემტევის დამსახურება იყო "ბარსას" წარმატებები 21-ე საუკუნის დასაწყისში.

ის ვინც ესე თვლის-მწარედ ცდება, გადაავლეთ თვალი ხავისა და მესის კომენტარებს რაიკაარდის სამწვრთნელო საქმიანობის შესახებ და თავადაც დარწმუნდებით:

"ფანტასტიური მწვრთნელი და ფანტასტიური პიროვნება! "ბარსელონა" დღემდე დგას რაიკაარდის აშენებულ ფუნდამენტზე," - ხავი.

"საუკეთესო მწვრთნელი ხარ, მადლობა ყველაფრისთვის!" - მესის საყვარელი დამრიგებლის ისტორია

"საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. იმ დროს რაიკაარდს მთავარ გუნდში რომ არ გადმოვეყვანე, ჩემი კარიერა სულ სხვანაირად წარიმართებოდა. მადლობა მას ყველაფრისთვის," - მესი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები