ჯეკო 2018 წელს მექსიკის ჩემპიონატში გადავა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯეკო 2018 წელს მექსიკის ჩემპიონატში გადავა


ჯეკო 2018 წელს მექსიკის ჩემპიონატში გადავა

"რომას" თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ 2018 წელს კარიერა შეიძლება "მონტერეიში" გააგრძელოს, იუწყება El Mercurio.

მექსიკური კლუბის ხელმძღვანელობა აქტიური სატრანსფერო კამპანიის ჩატარებას აპირებს, რათა მედლებისთვის ბრძოლას დაუბრუნდეს.

გარდა 31 წლის ბოსნიელისა, "მონტერეი" "გვადალახარასა" და მექსიკის ნაკრების ნახევარმცველის, რადოლფო პისაროს მიწვევასაც გეგმავს.

ჯეკოს რომაულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2020 წელს ეწურება. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად "მგლების" რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები