რეინა ნაპოლისთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეინა ნაპოლისთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს


რეინა ნაპოლისთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

გამოცდილი ესპანელი მეკარე, პეპე რეინა, "ნაპოლის" მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო, ავრცელებს, რომ რეინა ნეაპოლურ კლუბთან მოქმედ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

35 წლის ესპანელი "ნაპოლის" ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავს და ახლა გუნდის ძირითადი გოლკიპერია.

ნეაპოლელებმა მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყეს და რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ: ბერნდ ლენო ("ბაიერი"), ხერონიმო რული ("რეალ სოსიედადი") და რუი პატრისიო ("სპორტინგი").
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი პეპე რეინა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები