ატლეტიკოს ხელმძღვანელი: "გრიზმანს არ ვყიდით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკოს ხელმძღვანელი: "გრიზმანს არ ვყიდით"


ატლეტიკოს ხელმძღვანელი:
მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელმა მიგელ ანხელ ჟილმარინმა დაადასტურა, რომ გრიზმანი გუნდს ზამთარში არ დატოვებს.

მადრიდულ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე აკრძალვა ჰქონდა და საბოლოოდ ტრანსფერების განხორციელება იანვრიდან შეეძლება.

იწერებოდა, რომ გრიზმანი კლუბს ზამთარშივე დატოვებდა და "ბარსელონაში" ან "მანჩესტერში" გადავიდოდა.

"ატლეტიკო" არ აპირებს მის გაყიდვას. გრიზმანი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ამ გუნდისგან ბევრი მიიღო და ამ გუნდმაც ბევრი მისცა. გვსურს, რომ გაგრძელდეს მისი მოღვაწეობა", - ამბობს ის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები