დეფრელი სასუოლოსთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დეფრელი სასუოლოსთან მატჩს გამოტოვებს


დეფრელი სასუოლოსთან მატჩს გამოტოვებს

"რომას" თავდამსხმელი, გრეგორი დეფრელი, იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩს, შინ "სასუოლოს" წინააღმდეგ, გამოტოვებს.

რომაული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ, ხვალინდელი თამაშისთვის განაცხადი შეადგინა, რომელშიც 26 წლის ფრანგი შემტევი ვერ მოხვდა.

"ჯალოროსის" ახალწვეულმა, რომელიც "რომას" ამ ზაფხულს სწორედ "სასუოლოდან" შეუერთდა, გუნდის გუშინდელ ვარჯიშზე ბარძაყის დაზიანება მიიღო.

"რომას" შემადგენლობა "სასუოლოსთან" თამაშისთვის: ალისონი, სკორუპსკი, ლობონტი; ბრუნო პერესი, ემერსონი, ჟეზუსი, ფასიო, მანოლასი, მორენო, კოლაროვი; ნაინგოლანი, სტროტმანი, პელეგრინი, დე როსი, გონალონი, ფლორენცი, ჟერსონი; პეროტი, შიკი, ელ შაარავი, ანტონუჩი, უნდერი, ჯეკო.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა გრეგორი დეფრელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები