ნაპოლისთვის უმჯობესია, რომ ზამთრის ჩემპიონი არ გახდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლისთვის უმჯობესია, რომ ზამთრის ჩემპიონი არ გახდეს


ნაპოლისთვის უმჯობესია, რომ ზამთრის ჩემპიონი არ გახდეს

დღეს იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" პირველი წრის ბოლო მატჩს ჩაატარებს და არწაგების შემთხვევაში ზამთრის ჩემპიონი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლური კლუბი დღეს საღამოს სტუმრად "კროტონეს" დამარცხებას შეეცდება, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ "ცისფრებისთვის" უმჯობესია, რომ წააგონ და პირველი ადგილი დათმონ.

რატომ? იმიტომ, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სკუდეტოს იგებდა სწორედ ის გუნდი, რომელიც წლის ბოლოს ზამთრის ჩემპიონი გახდებოდა, გარდა ერთი გამონაკლისისა...ეს გამონაკლისი კი "ნაპოლი" იყო, რომელმაც 2015/16 წლების სეზონში პირველი წრე მოიგო, მაგრამ საბოლოოდ ტიტული ტურინის "იუვენტუსს" დაუთმო.

თუმცა, ზოგადად, იტალიის ჩემპიონი 69% შემთხვევებში ზამთრის ჩემპიონი ხდება, ამიტომ "ნაპოლის" შეუძლია, რომ გარისკოს.

ამ ეტაპზე, მე-19 ტურის, წინ "ნაპოლის" 45 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "იუვენტუსს" სამი ქულით უსწრებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები