ნაპოლის სასწაული შედეგი - ერთადერთი გუნდი 2017 წელს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლის სასწაული შედეგი - ერთადერთი გუნდი 2017 წელს


ნაპოლის სასწაული შედეგი - ერთადერთი გუნდი 2017 წელს

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში, როგორც მოსალოდნელი იყო, "ნაპოლიმ" "კროტონე" დაამარცხა და ზამთრის ჩემპიონი გახდა.

ნეაპოლელებმა საოცარი შედეგი დააფიქსირეს. ტოპ 5 ჩემპიონატში "ნაპოლი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც გასვლაზე თამაში არ წააგო.

20 გასვლითი შეხვედრიდან მათ 18 მოიგეს, 2 კი ფრედ დაასრულეს. მიმდინარე სეზონში "ნაპოლიმ" სტუმრად მხოლოდ ერთი მატჩი ვერ მოიგო. "კიევოსთან" სტუმრ​ობა უგოლოდ დასრულდა.

19 ტურის შემდეგ "ნაპოლის" 46 ქულა აქვს და იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები