ატლეტიკოს ფეხბურთელმა თავისი ძმა, რომელიც რეალში თამაშობს, დატროლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკოს ფეხბურთელმა თავისი ძმა, რომელიც რეალში თამაშობს, დატროლა


ატლეტიკოს ფეხბურთელმა თავისი ძმა, რომელიც რეალში თამაშობს, დატროლა
"ატლეტიკოს" მცველმა, ლუკას ერნანდესმა თავის ძმას, ტეოს, რომელიც "რეალში" ირიცხება, შობა და ახალი წელი ირონიული მანერით მიულოცა.

მილოცვაში ფრანგი აღნიშნავს, რომ "სამეფო კლუბი" ლა ლიგაში მე-4 ადგილს იკავებს, როცა "როხიბლანკო" მეორე პოზიციაზეა.

"პრიველ რიგში, ბედნიერ შობას გისურვებ. მეორე, ახალ წელს გილოცავ. მესამე, ვიმედოვნებ, რომ სანტამ ბევრი საჩუქარი მოგიმზადა. მეოთხე... მეოთხე... მეოთხეადგილოსანი - მადრიდის "რეალი"!", - წერს ლუკას ერნანდესი.

შეგახსენებთ, ტეო ერნანდესი ზინედინ ზიდანის გუნდში გასულ ზაფხულს ჩაირიცხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები