ატლეტიკოს დირექტორი: "კოკეს რეალთან წინასწარი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკოს დირექტორი: "კოკეს რეალთან წინასწარი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული"


ატლეტიკოს დირექტორი:
"ატლეტიკოს" გენერალურმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა თქვა, რომ კლუბის აღზრდილი, კოკე პრინციპული მეტოქის, "რეალის" რიგებში გადასვლასთან იყო ახლოს.

კლუბის წარმომადგენლის თქმით, ჰავბეკის შესანარჩუნებლად "როხიბლანკოს" რთული მოლაპარაკებების გამართვა მოუწია.

"იმ კონტრაქტებიდან ერთ-ერთი, რომლებითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, კოკეს აქვს გაფორმებული", - ციტირებს Onda Cero მარინის სიტყვებს.

"მისი შენარჩუნება შევძელი, მიუხედავად "რეალთან" გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულებისა. იმისათვის, რათა იგი დარჩენაში დაგვერწმუნებინა, ბევრი მოლაპარაკების გამართვა დაგვჭირდა".

შეგახსენებთ, კოკე "ატლეტიკოს" აღზრდილია. იგი მადრიდულ კლუბში 2008 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში 25 წლის ჰავბეკმა საკლუბო დონეზე 19 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები