VIDEO: სერია ა-ში მილანის მოუგებელი სერია გრძელდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: სერია ა-ში მილანის მოუგებელი სერია გრძელდება


VIDEO: სერია ა-ში მილანის მოუგებელი სერია გრძელდება
იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურის ეგიდით, "ფიორენტინასა" და "მილანს" შორის გამართული შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1.

"მშრალი" პირველი ტაიმის შემდეგ, ფლორენციულმა გუნდმა "როსონერის" კარის აღება 71-ე წუთზე მოახერხა, მაგრამ სამი წუთის შემდეგ ჰაკან ჩალჰანოღლუმ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო გოლის გატანა, ამიტომაც შეხვედრა შედეგიანი ფრით დასრულდა.

ფიორენტინა – მილანი 1:1

გოლები: სიმეონე, 71 – ჩალჰანოღლუ, 74

შემადგენლობები


ფიორენტინა: სპორტიელო – პეცელია (ვიტორ უგო, 73), ბირაგი, ლორინი, ასტორი – ვერეტუ, ბადელი, ბენასი (ესერიკი, 66) – ჟილ დიაში (კიეზა, 54), ტერესო, სიმეონე

მილანი: დონარუმა – ბონუჩი, როდრიგესი, კალაბრია, რომანიოლი – ბონავენტურა (ანდრე სილვა, 72), მონტოლივო, სუსო, კესიე (ლოკატელი, 90) – ბორინი (ჩალჰანოღლუ, 53), კუტრონე

გაფრთხილებები:
ვერეტუ - რომანიოლი

ვიდეომიმოხილვა



ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები