გუშინ, ბრიტანულ გამოცემაში დაიწერა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის საბა კვერკველიას შეძენით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.
"ლოკომოტივის" ცენტრალურ მცველს GOAL.GE დაუკავშირდა და ამასთან დაკავშირებით ესაუბრა.
"ჩემი შეძენა მანჩესტერ სიტის სურს? ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. სავარაუდოდ, ლოკომოტივში დავრჩები.
თუ ინგლისური გუნდებიდან შემოთავაზება მექნება, ამ საკითხს განვიხილავთ. ლოკომოტივთან კონტრაქტი კი 2021 წლამდე მაქვს", - გვითხრა კვერკველიამ.
უცხოური გამოცემების ცნობით, კვერკველიას შეძენა "ლესტერსა" და "ვესტ ბრომვიჩსაც" სურთ.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველი, რამდენიმე დღის წინ, 2017 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დასახელდა.
იხილეთ - კვერკველია შეიძლება მანჩესტერ სიტიში ვიხილოთ! - ბრიტანეთში ქართველი დაახასიათეს