სიტის ბრწყინვალე სერია შეწყდა - მანჩესტერმა კრისტალ პალასი ვერ დაამარცხა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიტის ბრწყინვალე სერია შეწყდა - მანჩესტერმა კრისტალ პალასი ვერ დაამარცხა [VIDEO]


სიტის ბრწყინვალე სერია შეწყდა - მანჩესტერმა კრისტალ პალასი ვერ დაამარცხა [VIDEO]

"მანჩესტერ სიტის" ფანტასტიკური გამარჯვებათა სერია 2017 წლის ბოლო თამაშში შეწყდა - "ცისფრებმა" პრემიერ ლიგის 21-ე ტურში სტუმრად "კრისტალ პალასი" ვერ გატეხეს.

"სიტი" დიდ ტერიტორიულ უპირეტესობას ფლობდა, მაგრამ მასპინძლები ღირსეულად იბრძოდნენ და ბოლო წუთებზე საერთოდ გამარჯვების მოპოვებაც შეეძლოთ.

ვილფრიდ ზაჰამ 90-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, მაგრამ "მანჩესტერ სიტი" ედერსონ სანტანამ გადაარჩინა - 0:0 და გვარდიოლას გუნდმა მეორე ტურის შემდეგ პირველი ქულები დაკარგა.

კრისტალ პალასი 0:0 მანჩესტერ სიტი


შემადგენლობები

კრისტალ პალასი: ჰენესი; ფოსუ-მენსა, ტომკინსი, დანი (კელი 20'), ვან აანჰოლტი; კაბაი (პანჩონი 75'), მილივოიევიჩი, რიდვალდი; თაუნსენდი, ბენტეკე, ზაჰა.

მანჩესტერ სიტი: ედერსონი; უოლქერი, ოტამენდი, მანგალა, დანილო; დე ბრუინი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (სტერლინგი 57'); ბ.სილვა (ტურე 81'), ჟეზუსი (აგუერო 23'), სანე.

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები