ატლეტიკომ ახალწვეულები წარადგინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკომ ახალწვეულები წარადგინა


ატლეტიკომ ახალწვეულები წარადგინა
დღეს მადრიდის "ატლეტიკოს" საშინაო არენა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც კლუბმა ზამთრის ახალწვეულები წარადგინა.

"როხიბლანკომ" 2017 წლის ზაფხულში "სევილიას" ვინგერი ვიტოლო და ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური თავდამსხმელი დიეგო კოშტა დაიმატა, მაგრამ ისინი ოფიციალურად სატრანსფერო ბანის გამო ვერ გაიფორმა.

დღეს კი ვიტოლოსა და კოშტას ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დროსაც ესპანელი მოთამაშეები ჯერ პრესის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ხოლო შემდეგ - "ატლეტიკოს" ქომაგებს.

მადრიდულ კლუბში დაბრუნებული დიეგო კოშტა 18 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, ხოლო ვიტოლო - 23 ნომრიანი მაისურით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები