ნაპოლი: 40 მილიონი კიეზას სანაცვლოდ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლი: 40 მილიონი კიეზას სანაცვლოდ


ნაპოლი: 40 მილიონი კიეზას სანაცვლოდ

"ფიორენტინას" უნივერსალური ნახევარმცველი, ფედერიკო კიეზა, ზამთარში შესაძლოა "ნაპოლის" მოთამაშე გახდეს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 20 წლის უნიჭიერესი იტალიელი იანვარში ნეაპოლური კლუბის მთავარი სამიზნე იქნება და "ნაპოლი" მზად არის მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"ნაპოლის" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განაპირა მცველის დამატებას აპირებს, ვინაიდან ფაუზი გულამი ტრავმირებულია და კიდევ რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს.

ფედერიკო კიეზამ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 20 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები