სურინამელი აზიელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა - ვან დეიკის ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სურინამელი აზიელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა - ვან დეიკის ისტორია


სურინამელი აზიელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა - ვან დეიკის ისტორია

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პირველი ხმაურიანი გარიგება უკვე შედგა-ვირჯილ ვან დეიკი 75 მილიონ ფუნტად "საუთჰემპტონიდან" გადავიდა "ლივერპულში". ჰოლანდიელი მცველი მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც მსგავსი მარშრუტი გაიარა (იქამდე იყო მანე, კლაინი, ლოვრენი, ლალანა და ლამბერტი).



ვინ არის ვან დეიკი და რატომ გადაიხადეს მასში ამხელა თანხა? დიახ, ის უმაღლესი დონის მოთამაშეა, რომელიც მუდამ დომინირებს საჰაერო ორთაბრძოლებში. ამის გარდა ვირჯილს გააჩნია ბრწყინვალე სისწრაფე და ფიზიკური კონდიციები. მოედნის ხედვისა და თამაშის წაკითხვის უნარი კი ისეთი აქვს, რომ ბევრ ნახევარმცველს შეშურდება, ერთი სიტყვით იდეალური მცველი.

სურინამელი აზიელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა - ვან დეიკის ისტორია

"ვან დეიკი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ის უდიდეს სამუშაოს ასრულებს თავისი გუნდისთვის," - აცხადებს "საუთჰემპტონის" საკულტო მოთამაშე მეტ ლე ტისიე.

"ვირჯილი მსოფლიოს ტოპ 5 საუკეთესო მცველს შორის არის. მთავარია, რომ მან არ შეწყვიტოს პროგრესირება," - კლოდ პიუელი.

"ის შეუდარებელია. მე ამაში ვრწმუნდები ყოველთვის, როდესაც მას ბურთით ვხედავ. რაც მთავარია, ვირჯილი თამაშიდან-თამაშამდე იზრდება. გუნდი, რომელიც მას იყიდის, უბრალოდ ფანტასტიურ მოთამაშეს შეიძენს," - "ლივერპულის" ლეგენდა ჯეიმი რედნაპი.

სურინამელი აზიელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა - ვან დეიკის ისტორია

1991 წელს, ქალაქ ბრედაში, სურინამელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა მსოფლიოს მომავალი ყველაზე ძვირადღირებული მცველი. რაც შეეხება ვირჯილის ისტორიულ სამშობლოს, სურინამი თავდაპირველად ესპანეთს ეკუთვნოდა, შემდეგ ჰოლანდიას. ქვეყანაში ბევრი ჩინელი ცხოვრობს, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩამოვიდა აქ. მათ გარდა სურინამში შეხვდებით ინდიელებს, აფრიკელებსა და ადგილობრივ კარიბიელებს. ვან დეიკის გენებში ერთბაშად ჩქებს ჰოლანდიური, აზიური, ინდიელური და აფრიკული სისხლი.

სურინამი ყველაზე პატარა სახელმწიფოა სამხრეთ ამერიკაში, თუმცა ამის მიუხედავად, იქიდან არის არაერთი დიდებული მოთამაშე-რუდ გულიტი, ფრანკ რაიკაარდი, კლარენს ზეედორფი, ედგარ დავიდსი, პატრიკ კლუივერტი, აარონ ვინტერი, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი, ნაიჯელ დე იონგი და სხვები. ვან დეიკი უკვე ახლა არის ამ სახელოვანი ჩამონათვალის ღირსეული გამრძელებელი.

სურინამელი აზიელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა - ვან დეიკის ისტორია

ვირჯილის საფეხბურთო კარიერა ტილბურგის "ვილემ II"-ში დაიწყო. სწორედ ამ კლუბში აიდგეს ფეხი თავის დროზე მარკ ოვერმარსმა, იაპ სტამმა და სემი ჰიპიამ. ფინელი მცველი წლების მანძილზე იყო "ლივერპულის" კაპიტანი და დაცვის ბურჯი-ერთგვარი პარალელი ჰიპიასა და ვან დეიკის ტრანსფერებს შორის.

ვირჯილმა მალე მიიპყრო სხვა კლუბების სკაუტების ყურადღება და ერთი წლის შემდეგ ვან დეიკი "გრონინგენში" აღმოჩნდა. "თეთრ-მწვანეებში" თავის დროზე ბრყინავდნენ არიენ რობენი, რონალდ კუმანი და კიდევ ერთი მომავალი "ლივერპულელი" ლუის სუარესი. ვირჯილი მალევე გახდა "გრონინგენის" წამყვანი ფიგურა, ჰოლანდიელი მცველის უშუალო მონაწილეობით, ამ მოკრძალებულმა კლუბმა ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

სურინამელი აზიელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა - ვან დეიკის ისტორია

ვან დეიკის თანაგუნდელი "გრონინგენში" იყო დუშან ტადიჩი, რომელთან პარტნიორობას ვირჯილი "საუთჰემპტონშიც" გააგრძელებს. გრაციანო პელე, რომელიც იმ დროს "ფეინოორდში" თამაშობდა, ვირჯილს ერედივიზიის საუკეთესო მცველად მოიხსენიებდა. იტალიელი ფორვარდი აგრეთვე გახდა ვან დეიკის თანაგუნდელი "წმინდანებში" რამდენიმე სეზონის შემდეგ.

სურინამელი აზიელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა - ვან დეიკის ისტორია

ჰოლანდიელ მცველზე ნადირობდნენ "აიაქსი" და "ევერტონი", თუმცა ყველას "სელტიკმა" აჯობა და ვან დეიკი სულ რაღაც 2,6 მილიონ ფუნტად შეიძინა. "კელტების" შემადგენლობაში ვირჯილმა საოცარი პროგრესი განიცადა-შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო მცველობა და 2014-2015 წლის სეზონში 58 მატჩში გატანილი 10 გოლი. ვინ იყო სხვა "სელტიკის" ვარსკვლავი, რომელიც მოგვიანებით "ლივერპულში" გადავიდა? მართალია, კენი დალგლიში.

სურინამელი აზიელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა - ვან დეიკის ისტორია

ამ ბრწყინვალე შედეგების მიუხედავად, იყო ერთი პრობლემა-ვან დეიკს დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ ტოვებდნენ სამშობლოში:

"ცენტრალური მცველები ტრავმირებულები იყვნენ, მაგრამ მე მაინც არ მიძახებდნენ ნაკრებში. ჰოლანდიაში საუბრობდნენ, იმის გამო, რომ მე შოტლანდიაში წავედი სათამაშოდ, დაბალი დონის მცველი ვიყავი. ეს მცდარი მოსაზრებაა, ერთ შანსს მაინც ვიმსახურებდი," - ამბობდა ვან დეიკი.

სურინამელი აზიელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა - ვან დეიკის ისტორია

ყველაფერი "საუთჰემპტონში" გადასვლით შეიცვალა: "როდესაც პრემიერლიგაში თამაშობ, ჰოლანდიური აუდიტორია უფრო მეტ ყურადღებას გაქცევს. ეს მეთოდი უკვე დიდი ხანია, რაც მუშაობს," - აცხადებდა ვირჯილის ყოფილი მწვრთნელი პიტერ ჰეისტრა.

2015 წლის 10 ოქტომბერს შედგა ვან დეიკის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, მეტოქე ყაზახეთი იყო. იმის შემდეგ, ვირჯილმა იმდენი მოახერხა, რომ დღეს "ნარინჯისფერების" შემადგენლობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია მის გარეშე, მაგრამ სამწუხაროდ, მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში ჩარჩენისგან ჰოლანდიელებს ვერც მომავალმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა მცველმა უშველა.

სურინამელი აზიელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა - ვან დეიკის ისტორია

3 წლის განმავლობაში, ვირჯილი "საუთჰემპტონის" ნამდვილ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. 2015-2016 წლის სეზონის ბოლოს ჰოლანდიელი სამხრეთული კლუბის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს და კაპიტნის სამკლაური გადაულოცეს. "წმინდანების" გულშემატკივრებისთვის ძალიან მტკივნეული იყო იმის გაანალიზება, რომ ვან დეიკის წასვლა ახლოვდებოდა, რადგან ფაქტი იყო, რომ ვირჯილის დონე უკვე აღემატებოდა "საუთჰემპტონის" პოტენციალს. რატომ აირჩია მან მაინცდამაინც "ლივერპული" და არა "ჩელსი" ან "სიტი"? ამას დრო გვიჩვენებს.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები