სერბი, რომლის სანაცვლოდ პსჟ 170 მილიონს იხდის-ვინ არის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სერბი, რომლის სანაცვლოდ პსჟ 170 მილიონს იხდის-ვინ არის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი?


სერბი, რომლის სანაცვლოდ პსჟ 170 მილიონს იხდის-ვინ არის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი?

როგორც ჩანს 2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას თავისი გმირი ჰყავს-სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რომლის სანაცვლოდ "პსჟ" არც მეტი არც ნაკლები 170 მილიონ ევროს იხდის.

რომის "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი სერბი ნახევარმცველის დაკარგვისთვის მორალურად უკვე ემზადება: "სერგეი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მას უკვე გააჩნია ბრწყინვალე ტექნიკა და ფიზიკური სიძლიერე. სერბი ბევრად უფრო განვითარებული შუახაზელია ვიდრე სხვა მისი თანატოლები ამ პოზიციაზე. მას დიდი მომავალი აქვს და ჩემი აზრით სავიჩი პოგბასაც აჯობებს,"

სერბი, რომლის სანაცვლოდ პსჟ 170 მილიონს იხდის-ვინ არის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი?

სერგეის საფეხბურთო გზა კლასიკურად დაიწყო. მას ჰყავდა კუმირი, რომელიც ამავდროულად მამამისიც იყო. ნიკოლა მილინკოვიჩი თავის დროზე ესპანური და პორტუგალიური გუნდების ღირსებას იცავდა, თუმცა დიდი წარმატებებისთვის მილინკოვიჩ-უფროსს არ მიუღწევია. სერგეის ჰყავს უმცროსი ძმა ვანია, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედში" უნდა ეთამაშა, მაგრამ ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ის "ტორინოში" აღმოჩნდა.

სერბი, რომლის სანაცვლოდ პსჟ 170 მილიონს იხდის-ვინ არის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი?

2014 წლისთვის მილინკოვიჩ-სავიჩს მშვენიერი რეზიუმე მოუგროვდა. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფი და პროდუქტიული სეზონი მშობლიურ "ვოივოდინაში". "10 წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისი უდიდესი პოტენციალი სრულად მენახა" - აცხადებს სერბეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მატეა კეჟმანი, რომელიც ამავდროულად სერგეის აგენტიც გახდა.

პირველმა სავიჩს თვალი "გენკმა" დაადგა. სერბი დათანხმდა ბელგიელების წინადადებას, რადგან მან იცოდა, რომ "მეხაშტეების" ახალგაზრდებს მთელი საფეხბურთო ევროპა აკვირდება (გავიხსენოთ, დე ბრუინი, კურტუა და ბენტეკე).

"ბელგიაში დიდი ყურადღება ფიზიკურ სიძლიერეს ეთმობა, რადგან ყველა თამაშობს აგრესიულად და განსაკუთრებული აქცენტი ორთაბრძოლებზეა გადატანილი. ეს არის მშვენიერი ლიგა ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებსაც მომავალში ტოპ-კლუბში აღმოჩენა სურთ. "გენკში" ყოფნის პერიოდში ბევრი სასარგებლო რამ ავითვისე,"

სერბი, რომლის სანაცვლოდ პსჟ 170 მილიონს იხდის-ვინ არის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი?

სავიჩმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა "მეხაშტეების" რიგებში, ზაფხულში კი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. სერბი შუახაზელით დაინტერესდა "ფიორენტინა" და "ლაციო", სერგეიმ ფლორენციულ კლუბს რომაული არჩია. "არწივებმა" მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადეს. სიმბოლურია, რომ სერია ა-ში პირველი გოლი სავიჩმა სწორედ "ფიორეს" გაუტანა.



სერბი მე-3 წელია, რაც "ლაციოშია", თუმცა საუკეთესო პერიოდი მას მიმდინარე სეზონში აქვს. სერგეის უკვე დაუგროვდა 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა 24 შეხვედრაში. სავიჩი ერთ-ერთი საუკეთესოა კალჩოში ორთაბრძოლების მოგების მხრივ, მეორე სართულზე კი მას უბრალოდ ბადალი არ ჰყავს. რომაული კლუბის გულშემატკივრებმა 22-წლის ნახევარმცველს "სერჟანტი" შეარქვეს.

სერბი, რომლის სანაცვლოდ პსჟ 170 მილიონს იხდის-ვინ არის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი?

"ახლაც რომ ტოპ-კლუბში ვმუშაობდე, პირველ რიგში მილინკოვიჩ-სავიჩს შევიძენდი," - აცხადებს "პსჟ"-ს ყოფილი დირექტორი ლეონარდო. როგორც ჩანს, პარიზულმა გუნდმა გაითვალისწინა ყოფილი მენეჯერის სიტყვები. სერბმა ფეხბურთელმა 22 წლის ასაკში უკვე მოასწრო ექვს ქვეყანაში ცხოვრება, ასე რომ აკლიმატიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ იქნება. სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებს ტიაგო მოტა-ეს არის მშვენიერი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სავიჩმა უპრობლემოდ დაიმკვიდროს ადგილი "პსჟ"-ს ცენტრალურ ხაზში და მარკო ვერატისთან ერთად შექმნას დიდებული დუეტი.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები