ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში


ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

ნეიმარის "პსჟ"-ში ტრანსფერის შესახებ ბევრი ითქვა და დაწერილა. დიახ, ეს გარიგება ხმაურიანი გამოდგა თუმცა ამის მიზეზი ის ასტრონომიული თანხა იყო, რომელიც პარიზულმა კლუბმა გადაიხადა ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ. ახლა კი გავეცნობით იმ მოთამაშეებს, რომლებმაც თავისი გადაწყვეტილებით შეაზიზღეს თავი ყოფილი კლუბის გულშემატკივრებს. წარმოგიდგენთ ტოპ 15 სკანდალურ ტრანსფერს ფეხბურთის ისტორიაში.

15. მარიო ბალოტელი (ინტერი-მანჩესტერ სიტი-მილანი)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

ბალოტელის ენდობოდნენ "ინტერში", თუმცა 2010 წელს "სუპერმარიო" რობერტო მანჩინის გაჰყვა "მანჩესტერ სიტიში". ამაში სკანდალური არაფერი იყო, მაგრამ ინგლისში ყოფნის დროს იტალიელმა რეგულარულად დაიწყო მშობლიური კლუბის "კბენა" ინტერვიუებში, მოგვიანებით კი გამოვიდა აივანზე და "მილანის" ჰიმნი იმღერა. ამის შემდეგ ბალოტელიმ თქვა, რომ ბავშვობიდან იყო "როსონერის" გულშემატკივარი და სწორედ "მილანში" თამაშზე ოცნებობდა ის. 2013 წელს მარიომ ნატვრა აიხდინა და გამოხტომებიც გააგრძელა, რითაც სამუდამოდ შეაზიზღა თავი ქალაქ მილანის შავ-ლურჯ მხარეს.

14. ემანუელ ადებაიორი, სამირ ნასრი, გაელ კლიში, ბაკარი სანია და კოლო ტურე (არსენალიდან-მანჩესტერ სიტიში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

"არსენალის" იუდები, რომლებიც ბევრი ფულის საშოვნელად ფინანსურად მოძლიერებულ კონკურენტის ბანაკში გადავიდნენ. ადებაიორმა, ნასრიმ, კლიშიმ, სანიამ და ტურემ ასტრონომიული თანხები იშოვეს და რამდენიმე ტიტულიც მოიგეს, თუმცა "ემირეიტზე" ყველაზე არასასურველი სტუმრების სტატუსი მოიპოვეს, განსაკუთრებით ტოგოელმა ფორვარდმა.

13. რობინ ვან პერსი (არსენალიდან-მანჩესტერ იუნაიტედში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

კიდევ ერთი "არსენალის" ზურგის შემაქცეველი, რომელიც მაღალი მიზნებისთვის მანჩესტერში გაეშურა, მაგრამ არა "სიტიში", არამედ "იუნაიტედში". "წითელი ეშაკების" შემადგენლობაში ვან პერსიმ პრემიერლიგა მოიგო, რაც იმ დროინდელ "არსენალში" პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჰოლანდიელი ფორვარდი არასდროს საუბრობდა უარყოფითად "მეთოფეებზე", მისი "ქალაქელი" მეგობრებისგან განსვხავებით, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ლონდონელ გულშემატკივრებს ის მათზე მეტად უყვარდათ.

12. სესკ ფაბრეგასი (არსენალი-ბარსელონა-ჩელსი)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

ფაბრეგასი "კანონიერებისთვის" ფავორიტი მოთამაშე იყო, თუმცა დღესავით ნათელი იყო, რომ ადრე თუ გვიან ესპანელი მშობლიურ "ბარსაში" დაბრუნდებოდა. "არსენალის" ქომაგებმა მას გაუგეს, თუმცა აგრესიის ტალღა მოგვიანებით წამოვიდა, როდესაც ფაბრე პრემიერლიგაში დაბრუნდა და "ჩელსი" აირჩია. "არისტოკრატების" რიგებში გადასვლით, "მეთოფეთა" გულშემატკივრების გონებაში სამუდამოდ მოკვდა ის 16 წლის მოზარდი, რომელიც ერთ დროს "არსენალისთვის" ჩემპიონთა ლიგის მოგებას ცდილობდა.

11. კარლოს ტევესი (მანჩესტერ იუნაიტედიდან-მანჩესტერ სიტიში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

დიახ, სერ ალექს ფერგიუსონი ხშირად არ ენდობოდა ტევესს, თუმცა ის, რაც არგენტინელმა მოგვიანებით გააკეთა ნამდვილი პროვოკაცია იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მისამართით. კარლიტოსი "სიტიში" გადავიდა, გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი და საზეიმო აღნიშნვის დროს არგენტინელმა ხელში დაიჭირა პლაკატი, რომელზეც ეწერა: "მშვიდობით განისვენე, ფერგი". ეს იყო პასუხი შოტლანდიელი სპეციალისტის ცნობილ ფრაზაზე: "სანამ მე ცოცხალი ვარ, "სიტი" ჩემპიონი ვერ გახდება,".



10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (იუვენტუსიდან-ინტერში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

ორი სეზონის მანძილზე ტურინული პუბლიკა ძალიან შეეჩვია ზლატანს. შემდეგ დაიწყო გახმაურებული "კალჩოპოლი", "იუვე" სერია ბ-ში დააქვეითეს და პირველი მოთამაშე, რომელმაც ფსკერისკენ მიმავალი ტიტანიკი დატოვა იყო იბრა. შვედი ფორვარდი გადავიდა გუნდში, რომელიც ტურინელებს ყველაზე მეტად ეზიზღებოდათ. სიძულვილმა თავის კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, როდესაც "იუვენტუსის" მიერ მოგებული სკუდეტოები ზლატანის ახალ კლუბს გადაულოცეს.

9. ლუის ენრიკე (რეალიდან-ბარსელონაში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

ესპანელი შემტევი 5 სეზონის მანძილზე იცავდა "ბლანკოსის" ღირსებას, თუმცა კარიერის საუკეთესო წლები ენრიკემ "რეალის" მოსისხლე მტრის-"ბარსელონას" შემადგენლობაში გაატარა. სწორედ "ბლაუგრანაში" გახდა ლუისი ლიდერი, კაპიტანი და გულშემატკივრების ფავორიტი ფეხბურთელი 8 სეზონის განმავლობაში.

8. სოლ კემპბელი (ტოტენჰემიდან-არსენალში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

ერთადერთი "მოღალატე", რომელმაც არჩევანი "არსენალის" სასარგებლოდ გააკეთა და არა პირიქით. კემპბელი 9 სეზონის მანძილზე იცავდა "ტოტენჰემის" ღირსებას, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად 2001 წელს "დეზების" მოსისხლე მტრის-"არსენალის" რიგებში გადავიდა. ინგლისელი მცველი მთელი კარიერის განმავლობაში იყო რასისტული შეურაწყოფების მსხვერპლი, "მეთოფეებში" გადასვლით კი კემპბელის მისამართით უპატივცემულობამ თავის პიკს მიაღწია.

7. ეშლი კოული (არსენალიდან-ჩელსიში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

კიდევ ერთი საძულველი პიროვნება "ემირეითზე", რომელმაც ყველასგან ფარულად მიაშურა მტრის ბანაკს. დიახ, "არსენალის" ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ კოული მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჟოზე მოურინიოსთან. ინგლისელი და პორტუგალიელი ერთმანეთს სასტუმროში შეხვდნენ და კვირაში 70 000 ფუნტიან კონტრაქტზეც მოილაპარაკეს. ეს ამბავი რომ გაირკვა, დაჯარიმდა ორივე მხარე, თუმცა იმ დროს კოულის გონებაში უკვე "ჩელსის" ლურჯი მაისური იყო.

6. რობერტ ლევანდოვსკი და მარიო გიოტცე (დორტმუნდიდან-ბაიერნში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

ყველას გვახსოვს იურგენ კლოპის ლეგენდარული "ბორუსია", რომელმაც 2-ჯერ ზედიზედ მოიგო ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მიწასთან გაასწორა "რეალი" და ფინალში ბედკრულად დამარცხდა "ბაიერნთან". იმ გუნდში ბრწყინავდნენ ლევანდოვსკი, გიოტცე, როისი და სხვები. მოგვიანებით რობერტსა და მარიოს მოსწყინდათ "დორტმუნდში" და ტიტულების მოსაგებად გაეშურნენ სად თუ არა მიუნხენში. ლევანდოვსკი იდეალურად მოერგო "რეკორდმაისტერს", გიოტცეს კი ეს გადაწყვეტილება მწარედ სანანებელი გაუხდა. ცნობისთვის თითქმის იგივე რამ ჰუმელსმაც გააკეთა, თუმცა გერმანიის ნაკრების მცველი "ბაიერნის" აღზრდილი იყო და მისი ტრანსფერი სახლში დაბრუნებას უფრო ჰგავდა ვიდრე ღალატს.

5. გონსალო იგუაინი (ნაპოლიდან-იუვენტუსში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

იგუაინი ბრწყინავდა ნეაპოლურ კლუბში, არგენტინელმა 2015-2016 წლის სეზონის ბოლოს სერია ა-ს რეკორდიც დაამყარა გატანილი გოლების რაოდენობით, თუმცა იტალიაში მაინც "იუვენტუსი" მეფობდა. მოგვიანებით გონსალომ ვერ გაუძლო ცდუნებას და თავად ამოყო თავი "ბებერი ქალბატონის" მკლავებში. "სან-პაულოზე" მომენტალურად შეზიზღდათ იგუაინი, ის ახლაც სძულთ. როდესაც "იუვენტუსი" ნეაპოლში ჩამოდის, გუნდს თან ახლავს კარაბინერების მთელი ესკორტი, "ნაპოლის" გულშემატკივრები კი სხვადასხვა ხერხებით გამოხატავენ არგენტინელი ფორვარდის მიმართ აგრესიას.

4. ფერნანდო ტორესი (ლივერპულიდან-ჩელსიში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

ფეხბურთელი, რომლის ყველაზე მეტი მაისური დაიწვა ინგლისში-ფერნანდო ტორესი. "ელ ნინიოს" აღმერთებდნენ "ენფილდზე", ესპანელი კი გულშემატკივრებს გატანილი გოლებით პასუხობდა. 2011 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი საათით ადრე ლივერპულური პუბლიკა შოკში ჩავარდა-ტორესი "ჩელსიში" გადავიდა. "წითლების" ქომაგებმა დაწყევლეს ესპანელი ფორვარდი და წყევლა რეალურად მოქმედებდა, ტორესი 14 მატჩის მანძილზე ვერ ახერხებდა გოლის გატანას.

3. გაბრიელ ბატისტუტა (ფიორენტინადან-რომაში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

არგენტინელმა გოლეადორმა კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "ფიორეს" დაუთმო. ბატისტუტა სერია ბ-შიც კი გაჰყვა "იებს". ფლორენციულ პუბლიკას იმდენად უყვარდა "ბატიგოლი" რომ მას ძეგლიც კი დაუდგეს. 21-ე საუკუნის დასაწყისში "ფიორენტინა" ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა. გუნდს ჰაერივით ესაჭიროებოდა ფული, არგენტინელს კი არ სურდა ტიტულების გარეშე კარიერის დასრულება. საბოლოოდ ყველაფერი გადაწყვიტა "რომას" შეთავაზებულმა 36 მილიონმა ევრომ. ბატისტუტამ დატოვა ფლორენცია, მოგვიანებით მან სანატრელი სკუდეტოც მოიგო "მგლებთან" ერთად. "ფიორენტინა" კი მაინც გაკოტრდა.

2. რობერტო ბაჯო (ფიორენტინადან-იუვენტუსში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

კიდევ ერთი ფლორენციული პუბლიკის კუმირი, რომელიც მაღალი მიზნებისთვის რანგით უფრო ძლიერ გუნდში გაეშურა არის რობერტო ბაჯო. მიუხედავად იმისა, რომ "იებმა" "სკუადრა აძურას" 10-იანის სანაცვლოდ სოლიდური თანხა მიიღეს, ტიფოზები მაინც განრისხებულები იყვნენ. ქალაქში დაიწყო მასობრივი არეულობები, რომელიც კინაღამ ლოკალურ ომშიც კი არ გადაიზარდა. "ფიორენტინას" იმ დროინდელ პრეზიდენტს ფლავიო პონტელიოს კი კლუბის გაყიდვა მოუწია.

1. ლუიშ ფიგუ (ბარსელონადან-რეალში)

ტოპ 15 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

პორტუგალიელი შემტევი "ბლაუგრანას" ლიდერი და კაპიტანი იყო, თუმცა ის თვლიდა, რომ კატალონიაში მას არ აფასებდნენ. ფლორენტინო პერესი მალევე გაერკვა სიტუაციაში და ფიგუს ზღაპრული პირობები შესთავაზა "რეალში". გარიგება შედგა, პორტუგალიელმა დიდებული პერიოდი გაატარა "სამეფო კლუბში", თუმცა ის სამუდამოდ შესძულდათ კატალონიაში. როდესაც ფიგუ "კამპ ნოუზე" თამაშობდა, მის წინააღმდეგ ერთბაშად 100 000 ადამიანი იყო. ლუიშის მისამართით ისროდნენ ბოთლებს, სხვადასხვა რკინის ნივთებსა და ღორის თავსაც კი. პორტუგალიელი 17 წლის შემდეგაც კი რჩება ყველაზე არასასურველ სტუმრად კატალონიაში.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები