ბალოტელი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბალოტელი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს


ბალოტელი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

"ნიცას" ცენტრალური თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, შესაძლოა ზამთარში "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდეს.

იტალიური პრესა იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, იანვრისთვის მარიოს დამატება მოითხოვა.

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ფრანგული კლუბის რიგებში ფანტასტიკურად ასპარეზობს - მიმდინარე სეზონში ბალოტელიმ 21 თამაშში 16 გოლი გაიტანა.

27 წლის იტალიელის მოქმედი კონტრაქტი "ნიცასთან" გაისად იწურება, ამიტომ ფრანგებს ურჩევნიათ, რომ ის იანვარში გაყიდონ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები