სიმეონემ დიეგო კოშტა შეაქო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონემ დიეგო კოშტა შეაქო


სიმეონემ დიეგო კოშტა შეაქო
ესპანეთის თასის 1/8 ფინალური მატჩი "ლიედასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:4 დასრულდა.

"ატლეტიკოს" მხრიდან, მესამე გოლის ავტორი დიეგო კოშტა გახდა, რომელიც კლუბმა სულ ცოტა ხნის წინ წარადგინა.

"დიეგო კოშტას პირველივე თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, ისიც და ვიტოლოც მომავალში ატლეტიკოს განვითარებაში დაეხმარებიან.

კოშტა საკმაოდ ენერგიული და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. სწორედ ასეთი მოთამაშე გვჭირდებოდა და მიხარია, რომ ვიპოვეთ", - აცხადებს სიმეონე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები