ევრო 2016-ის ტალანტი, რომელიც პრემიერ ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდშიც უსარგებლოა - რა დაემართა რენატუ სანჩესს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ევრო 2016-ის ტალანტი, რომელიც პრემიერ ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდშიც უსარგებლოა - რა დაემართა რენატუ სანჩესს?


ევრო 2016-ის ტალანტი, რომელიც პრემიერ ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდშიც უსარგებლოა - რა დაემართა რენატუ სანჩესს?

ნოემბერში "ჩელსი"-"სუონსის" მატჩი შედგა, რომელშიც სოციალურმა ქსელებმა ნამდვილი ინტერნეტ-მარგალიტი დააფიქსირეს. 35-ე წუთზე "გედების" ნახევარმცველმა რენატუ სანჩესმა მიიღო ბურთი, აქეთ-იქით მიმოიხედა და პასი სარეკლამო ფარისკენ გააკეთა. პორტუგალიელი ალბათ დააბნია წითელმა ლოგომ ბილბორდზე ("სუონსისაც" წითელი ფორმა ეცვა).



რენატუ არის ევრო 2016-ის ტრიუმფატორი და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე. სამწუხაროა, რომ ის პასი სანჩესის ამჟამინდელი კარიერის საუკეთესო ილუსტრირება გამოდგა.

"სუონსიმ" ნიჭიერი შუახაზელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ინათხოვდა "ბაიერნიდან", თუმცა ამ გარიგებამ ხეირი არავის მოუტანა, სანჩესის ანგარიშზე 13 ჩატარებული მატჩია და 0 სასარგებლო ქმედება. არადა 2016 წლის შემოდგომაზე რენატუ ჯერ კიდევ ითვლებოდა ევროპული ფეხბურთის მომავლად.

ევრო 2016-ის ტალანტი, რომელიც პრემიერ ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდშიც უსარგებლოა - რა დაემართა რენატუ სანჩესს?

"ბენფიკასთან" ერთად ჩემპიონობა 18 წლის ასაკში, მეგა-ტრანსფერი "ბაიერნში", ოქროს მედალი ევრო 2016-ზე და "Golden Boy"-ის პრემია (აქამდე ეს ჯილდო მიუღიათ მესის, აგუეროს, რუნის, ფაბრეგასს, ისკოსა და პოგბას).

მიუნხენურმა გრანდმა რენატუს სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადა "ბენფიკას". თავად "არწივებმა" კი თავის დროზე სანჩესი 750 ევროსა და ბურთის შეკვრაში გაცვალეს. პორტუგალიელმა იმედები ვერ გაამართლა "ბაიერნში". მან უშანსოდ წააგო კონკურენცია ალონსოსთან, ვიდალსა და ალკანტარასთან.

ევრო 2016-ის ტალანტი, რომელიც პრემიერ ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდშიც უსარგებლოა - რა დაემართა რენატუ სანჩესს?

ამის გარდა რენატუ ზარმაცობდა, ის გერმანულსაც კი არ სწავლობდა. ერთი სიტყვით სანჩესი სულ არ ჰგავდა იმ მოთამაშეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინავდა.

"ბაიერნის" ხელმძღვანელობამ პორტუგალიელის კლასში ეჭვი შეიტანეს, თუმცა მისი გაყიდვისგან მაინც თავი შეიკავეს. არადა სანჩესის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იხდიდნენ "ლივერპული", "მილანი" და "ჩელსი".

ევრო 2016-ის ტალანტი, რომელიც პრემიერ ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდშიც უსარგებლოა - რა დაემართა რენატუ სანჩესს?

განათხოვრება "სუონსიში" წესით იდეალური ვარიანტი უნდა ყოფილიყო, რადგან სანჩესს ექნებოდა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გუნდში, რომელიც სულ არ იმყოფება ზეწოლის ქვეშ. ამის გარდა რენატუ ინგლისში შეეჩვეოდა ტოპ-კლუბების წინააღმდეგ ბრძოლას.

სეზონის დასაწყისიდანვე ნათელი გახდა, რომ "სუონსის" ურთულესი წელი ელოდებოდა წინ. "გედებს" ძალიან აკლიათ სიგურდსონი, რომელიც "ევერტონში" გადავიდა, სანჩესი კი ვერ ახერხებს იმ სიცარიელის ამოშენებას შუახაზში, რაც ისლანდიელის წასვლის შემდეგ გაჩნდა.

ევრო 2016-ის ტალანტი, რომელიც პრემიერ ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდშიც უსარგებლოა - რა დაემართა რენატუ სანჩესს?

უელსური კლუბი თამაშიდან-თამაშამდე რეგრესირებს, შედეგიც შესაფერისია-ბოლო ადგილი პრემიერლიგაში. თავად რენატუს პერსონალური მდგომარეობაც იდენტურია, ის უკვე ვერ ხედავს სხვაობას ალონსო, ვიდალი, ალკანტარასა და ფერი, კლუკასი, კეროლს შორის-პორტუგალიელი ყველასთან აგებს კონკურენციას.

"ბაიერნსა" და "ბენფიკას" შეთანხმებაში არსებობს ერთი განსაკუთრებული პუნტქი. იმ შემთხვევაში თუ სანჩესი ოქროს ბურთის ნომიმანტებში გაერევა, "არწივები" კიდევ დამატებით 20 მილიონს მიიღებენ "რეკორდმაისტერისგან". ჯერჯერობით მიუნხენურ კლუბს ხარჯების გაღება არ ემუქრება.

ევრო 2016-ის ტალანტი, რომელიც პრემიერ ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდშიც უსარგებლოა - რა დაემართა რენატუ სანჩესს?

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ რენატუს კრახის მთავარი მიზეზი ის ზედმეტი აჟიოტაჟი და ხმაურია, რომელიც პორტუგალიელის გარშემო იყო ევრო 2016-ის შემდეგ. სანჩესმა უბრალოდ ვერ გაუძლო ზეწოლას და გატყდა. რამდენად შეძლებს რენატუ კარიერის რეანიმირებას ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ამ წუთისთვის ფაქტია, რომ სანჩესი უფრო ანდერსონია ვიდრე პოგბა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE



ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები