თბილისის დინამო და კიდევ 25 გუნდი, რომელიც ერთ დროს გრანდი იყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

თბილისის დინამო და კიდევ 25 გუნდი, რომელიც ერთ დროს გრანდი იყო


თბილისის დინამო და კიდევ 25 გუნდი, რომელიც ერთ დროს გრანდი იყო

სხვადასხვა ეპოქაში იყვნენ გუნდები, რომლებიც დომინირებდნენ, იგებდნენ ტიტულებსა და ხალხს თავისი თამაშით სიამოვნებას ანიჭებდნენ. სამწუხაროდ ბევრი მათგანის წარმატება ისტორიას ჩაბარდა და ახლა ისინი ფსკერზე განისვენებენ. მსგავსი ბედი თბილისის "დინამომაც" გაიზიარა. ერთ დროს ქართული კლუბი ბრწყინავდა ევროპაში, ჩვენს ფეხბურთელებზე კი მადრიდის "რეალი" ოცნებობდა. დღევანდელი "დინამოს" შემხედვარე ეს ყველაფერი ცოტა არარეალური სჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დრო ნამდვილად იყო. გავიხსენოთ კიდევ სხვა ე.წ. ევროპის "ყოფილი-გრანდები".

25. კაიზერსლაუტერნი



საუკეთესო პერიოდი: 1990-1999
ტიტულები: 4-ჯერ გერმანიის ჩემპიონი, 4-ჯერ გერმანიის ვიცე-ჩემპიონი, 2 გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალისტი
დღეს: მე-2 ბუნდესლიგის ბინადარი

24. ფრანკფურტის აინტრახტი



საუკეთესო პერიოდი: 1959-1964
ტიტულები: გერმანიის ჩემპიონი, გერმანიის ვიცე-ჩემპიონი, 4 გერმანიის თასი, ჩემპიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი, უეფას თასი
დღეს: ბუნდესლიგის საშუალო დონის გუნდი

23. ლა კორუნიის დეპორტივო



საუკეთესო პერიოდი: 1999-2005
ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი, 2 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერთასი,
დღეს: ლა ლიგის აუტსაიდერი

22. გლაზგო რეინჯერსი



საუკეთესო პერიოდი: 1966-1972
ტიტულები: 54-ჯერ შოტლანდიის ჩემპიონი, 33 შოტლანდიის თასი, 27 შოტლანდიის ლიგის თასი, თასების თასი, 2-ჯერ თასების თასის ვიცე-ჩემპიონი, უეფას თასის ვიცე-ჩემპიონი,
დღეს: შოტლანდიის მე-4 დივიზიონიდან პრემიერლიგაში ამოვიდა

21. ბრიუსელის ანდერლეხტი



საუკეთესო პერიოდი: 1975-1983
ტიტულები: 34-ჯერ ბელგიის ჩემპიონი, 9 ბელგიის თასი, ბელგიის ლიგის თასი, 13 ბელგიის სუპერთასი, 2 თასების თასი, უეფას თასი, 2 ევროპის სუპერთასი
დღეს: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის აუტსაიდერი

20. პარმა



საუკეთესო პერიოდი: 1991-2002
ტიტულები: 3 იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, იტალიის ვიცე-ჩემპიონი, 2 უეფას თასი, თასების თასი, უეფას სუპერთასი
დღეს: სერია დ-დან ამოვიდა სერია ბ-ში

19. გენუის სამპდორია



საუკეთესო პერიოდი: 1984-1992
ტიტულები: იტალიის ჩემპიონი, 4 იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი, თასების თასი, თასების თასის ვიცე-ჩემპიონი
დღეს: სერია ა-ს საშუალო დონის გუნდი

18. მიუნხენგლადბახის ბორუსია



საუკეთესო პერიოდი: 1969-1980
ტიტულები: 5-ჯერ გერმანიის ჩემპიონი, 2-ჯერ გერმანიის ვიცე-ჩემპიონი, 3 გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი, 2 უეფას თასი, 2-ჯერ უეფას თასის ვიცე-ჩემპიონი
დღეს: ევროთასების საგზურისთვის მებრძოლი გუნდი

17. რეიმსი



საუკეთესო პერიოდი: 1948-1962
ტიტულები: 6-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი, 2 საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი, 5 საფრანგეთის სუპერთასი, 2-ჯერ ჩემპიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი
დღეს: ლიგა 2-ის ბინადარი

16. მარსელის ოლიმპიკი



საუკეთესო პერიოდი: 1988-1993
ტიტულები: 9-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი, 10 საფრანგეთის თასი, 3 საფრანგეთის ლიგის თასი, 3 საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა თასი, ჩემპიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი, 2-ჯერ უეფას თასის ვიცე-ჩემპიონი
დღეს: ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი კლუბი

15. სენტ-ეტიენი



საუკეთესო პერიოდი: 1967-1981
ტიტულები: 10-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი, 6 საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი, 5 საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი
დღეს: ევროთასების საგზურისთვის მებრძოლი კლუბი

14. პსვ ეინდჰოვენი



საუკეთესო პერიოდი: 1985-1992
ტიტულები: 23-ჯერ ჰოლანდიის ჩემპიონი, 9 ჰოლანდიის თასი, 11 ჰოლანდიის სუპერთასი, ჩემპიონთა თასი, უეფას თასი
დღეს: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის აუტსაიდერი

13. როტერდამის ფეინოორდი



საუკეთესო პერიოდი: 1968-1974
ტიტულები: 15-ჯერ ჰოლანდიის ჩემპიონი, 12 ჰოლანდიის თასი, 3 ჰოლანდიის სუპერთასი, ჩემპიონთა თასი, 2 უეფას თასი, საკონტინენტთაშორისო თასი
დღეს: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის აუტსაიდერი

12. პორტო



საუკეთესო პერიოდი: 1984-1987, 2002-2004
ტიტულები: 27-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონი, 16 პორტუგალიის თასი, 20 პორტუგალიის სუპერთასი, 2 ჩემპიონთა თასი, 2 უეფას თასი, უეფას სუპერთასი, 2 საკონტინენტთაშორისო თასი
დღეს: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევისთვის მებრძოლი კლუბი

11. ლისაბონის ბენფიკა



საუკეთესო პერიოდი: 1960-1977
ტიტულები: 36-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონი, 29 პორტუგალიის თასი, 7 პორტუგალიის სუპერთასი, 2 ჩემპიონთა თასი,
დღეს: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის აუტსაიდერი

10. ჰამბურგი



საუკეთესო პერიოდი: 1976-1983
ტიტულები: 6-ჯერ გერმანიის ჩემპიონი, 3 გერმანიის თასი, 2 გერმანიის ლიგის თასი, 3 გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა თასი, ჩემპიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი, თასების თასი, თასების თასის ვიცე-ჩემპიონი, უეფას თასის ვიცე-ჩემპიონი
დღეს: ბუნდესლიგის აუტსაიდერი

9. თბილისის დინამო



საუკეთესო პერიოდი: 1976-1981
ტიტულები: 16-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 13 საქართველოს თასი, 7 საქართველოს სუპერთასი, 2-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონი, 2 სსრკ-ს თასი, თასების თასი
დღეს: ევროთასების შესარჩევი ეტაპის აუტსაიდერი

8. კიევის დინამო



საუკეთესო პერიოდი: 1975-1986, 1997-2000
ტიტულები: 15-ჯერ უკრაინის ჩემპიონი, 11 უკრაინის თასი, 6 უკრაინის სუპერთასი, 13-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონი, 9 სსრკ-ს თასი, 3 სსრკ-ს სუპერთასი, 2 თასების თასი, უეფას სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალისტი
დღეს: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის აუტსაიდერი

7. ლიდს იუნაიტედი



საუკეთესო პერიოდი: 1966-1975, 1997-2002
ტიტულები: 3-ჯერ ინგლისის ჩემპიონი, ასოციაციის თასი, ლიგის თასი, 2 ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი, თასების თასის ვიცე-ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალისტი
დღეს: ჩემპიონშიპის ბინადარი

6. ბირმინგემის ასტონ ვილა



საუკეთესო პერიოდი: 1980-1982
ტიტულები: 7-ჯერ ინგლისის ჩემპიონი, 7 ასოციაციის თასი, 5 ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა თასი, უეფას სუპერთასი
დღეს: გასულ სეზონში გავარდა პრემიერლიგიდან

5. ბელგრადის ცრვენა ზვეზდა



საუკეთესო პერიოდი: 1987-1992
ტიტულები: 19-ჯერ იუგოსლავიის ჩემპიონი, 12 იუგოსლავიის თასი, 8-ჯერ სერბეთის ჩემპიონი, 12 სერბეთის თასი, ჩემპიონთა თასი, უეფას თასის ვიცე-ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასი
დღეს: ევროთასების შესარჩევი ეტაპის აუტსაიდერი

4. ბუქარესტის სტიაუა



საუკეთესო პერიოდი: 1985-1992
ტიტულები: 26-ჯერ რუმინეთის ჩემპიონი, 22 რუმინეთის თასი, 2 რუმინეთის ლიგის თასი, 6 რუმინეთის სუპერთასი, ჩემპიონთა თასი, ჩემპიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი, უეფას სუპერთასი
დღეს: ევროთასების ჯგუფური ეტაპის აუტსაიდერი

3. გლაზგოს სელტიკი



საუკეთესო პერიოდი: 1966-1970
ტიტულები: 48-ჯერ შოტლანდიის ჩემპიონი, 37 შოტლანდიის თასი, 17 შოტლანდიის ლიგის თასი, ჩემპიონთა თასი, ჩემპიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი, უეფას თასის ვიცე-ჩემპიონი
დღეს: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის აუტსაიდერი

2. ამსტერდამის აიაქსი



საუკეთესო პერიოდი: 1970-1973, 1991-1995
ტიტულები: 33-ჯერ ჰოლანდიის ჩემპიონი, 18 ჰოლანდიის თასი, 9 ჰოლანდიის სუპერთასი, 4 ჩემპიონთა თასი, თასების თასი, უეფას თასი, 2 უეფას სუპერთასი, 2 საკონტინენტთაშორისო თასი
დღეს: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის აუტსაიდერი

1. ნოტინგემ ფორესტი



საუკეთესო პერიოდი: 1977-1980
ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი, 2 ასოციაციის თასი, 4 ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, 2 ჩემპიონთა თასი, უეფას სუპერთასი
დღეს: ჩემპიონშიპის ბინადარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები