ოლ სტარის შედეგები ცნობილია - სად არის ზაზა ფაჩულია? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოლ სტარის შედეგები ცნობილია - სად არის ზაზა ფაჩულია?


ოლ სტარის შედეგები ცნობილია - სად არის ზაზა ფაჩულია?

რამდენიმე წუთის წინ, NBA-ს ოფიციალურმა გვერდმა ოლ სტარის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე დიდ ინტერესს ზაზა ფაჩულია იწვევს, რომელიც გასულ წლებში ძალიან ახლოს იყო საუკეთესოთა შორის მოხვედრასთან.

როგორც ჩანს, ქართველი გულშემატკივარი წელს პასიურობს, რადგან დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებს შორის ფაჩულია 10-ეულშიც კი არაა.

მე-10 ადგილოსან ლამარკუს ოლდრიჯს 153 ათასი ხმა აქვს. ხმის მიცემის დასრულებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე კი ფაჩულია პირველ ადგილოსანს მინიმუმ 650 ათასი ხმით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, წინასწარი შედეგების მიხედვით, ფაჩულია 5-ეულში იყო.

ოლ სტარის შედეგები ცნობილია - სად არის ზაზა ფაჩულია?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები