არსენ ვენგერმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენ ვენგერმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო


არსენ ვენგერმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

"არსენალის" თავკაცს არსენ ვენგერს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

პრემიერ ლიგის მატჩში, სადაც "არსენალი" "ვესტ ბრომვიჩს" ხვდებოდა, პენალტი დაინიშნა. 89-ე წუთზე "ვესტ ბრომვიჩმა" ანგარიში გაათანაბრა და ქულა მოიპოვა.

დანიშნული თერთმეტმეტრიანი არსენ ვენგერს არასამართლიანად მიაჩნდა და გასახდელში მაიკ დინს მიადგა. ასოციაციამ მიიჩნია, რომ ვენგერის განცხადებები მსაჯის მიმართ შეურაცხმყოფელი იყო და ის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ასევე, ფრანგი "ჩელსისთან" მატჩში დანიშნული პენალტითაც უკმაყოფილო იყო და ამ ფაქტზეც ღიად ისაუბრა. ასოციაციამ ვენგერს მიმართა, რომ ახსნა-განმარტება გააკეთოს, თუ რატომ იყო უკმაყოფილო "ჩელსისთან" შეხვედრაში დანიშნული თერთმეტმეტრიანით.

გამეორების დროს აშკარად ჩანდა, რომ ბელერინი ედენ აზარს შეეხო, რაც წესების დარღვევაა. არ არის გამორიცხული, რომ ვენგერს "ჩელსისთან" მატჩისშემდგომ გაკეთებული კომენტარის გამოც აგებინონ პასუხი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები