გლები: "ვტიროდი, როდესაც არსენალს ვტოვებდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გლები: "ვტიროდი, როდესაც არსენალს ვტოვებდი"


გლები:

ლონდონის "არსენალისა" და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ვინგერმა, ალექსანდრ გლებმა, ესპანურ გრანდში გადასვლის პერიოდი გაიხსენა.

"ახლა ჩემთვის ძალიან რთულია იმის ახნსა თუ რატომ დავტოვე ლონდონის "არსენალი". ამ კლუბში სრულიად ბედნიერი ვიყავი, ვენგერი სრულიად მენდობოდა, ყველაფერი იდეალურად იყო და ამის შემდეგ წასვლა გადავწყვიტე.

შვებულებაში ვიყავი, როდესაც აგენტებმა და მენეჯერებმა დამარწმუნეს, რომ "ბარსელონაში" უნდა გადავსულიყავი. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ მესმოდა თუ რა ხდებოდა. ერთ მომენტში გავიფიქრე: "ღმერთო ჩემო, "არსენალს" ვტოვებ!".

არსენმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დავრჩენილიყავი. მან ასეთი შეტყობინებაც გამომიგზავნა: "ალექს, მე შენ არ გაგიშვებ. შენ აქ მჭირდები". როდესაც ეს წავიკითხე, ავტირდი", - განაცხადა 36 წლის ბელარუსმა.

ალექსანდრ გლები "არსენალის" რიგებში 2005-08 წლებში შესანიშნავად ასპარეზობდა და "ბარსელონამ" 2008 წელს დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეიძინა.

ესპანეთში კი გლების კარიერა დაინგრა და რამდენიმე კლუბში იჯარით გამოსვლის შემდეგ 2012 წელს მშობლიურ ბორისოვის "ბატეს" დაუბრუნდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
არსენალი ალექსანდრ გლები

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები