კურიოზი: დიეგო კოშტამ გოლის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კურიოზი: დიეგო კოშტამ გოლის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]


კურიოზი: დიეგო კოშტამ გოლის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]
ამ წუთებში ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურის ეგიდით მადრიდის "ატლეტიკო" შინ "ხეტაფეს" მასპინძლობს და მეტოქეს 2:0 ამარცხებს.

მეორე გოლი შეხვედრის 68-ე წუთზე "ატლეტიკოში" დაბრუნებულმა ესპანელმა ფორვარდმა, დიეგო კოშტამ, გაიტანა და ლა ლიგაში წლების შემდეგ გატანილი ბურთი ემოციურად აღნიშნა.

დიეგო "ვალდა მეტროპოლიტანოს" მინდვრის საფარს გასცდა, სარეკლამო ბანერებს გადაახტა და გულშემატკივრებში შევარდა, რაც რამდენიმე წამში ძალიან ძვირად დაუჯდა.

თამაშის მთავარმა მსაჯმა, მუნუერა მონტერომ, კოშტას ყვითელი ბარათი უჩვენა, რომელიც მისთვის მეორე იყო და შესაბამისად, "როხიბლანკოს" თავდამსხმელს მოედნის დატოვება მოუწია.

დიეგო კოშტამ ამ კურიოზული გაძევების გამო ავტომატური დისკვალიფიკაცია მიიღო და მომდევნო ტურში, "ეიბართან" გასვლით შეხვედრაში, გუნდს ვერ დაეხმარება.

ასევე იხილეთ თემაზე:
მადრიდის ატლეტიკო დიეგო კოშტა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები