ატლეტიკომ 2018 წელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკომ 2018 წელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]


ატლეტიკომ 2018 წელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატი დღეს განახლდა და ლა ლიგაში 2018 წლის პირველი მატჩი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართა.

დიეგო პაბლო სიმეონეს "ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე "ხეტაფე" მიიღო და საკმაოდ რთულ ბრძოლაში 2:0 იმარჯვა.

პირველ ტაიმში ანტუან გრიზმანის შესანიშნავი თამაშისა და პასის შემდეგ გოლი ანხელ კორეამ გაიტანა. მეორე ტაიმში კი თავი დიეგო კოშტამ გამოიჩინა. ესპანელმა დაბრუნების შემდეგ ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა, მაგრამ ქომაგებთან აღნიშვნის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

"ატლეტიკომ" ამ გამარჯვების შემდეგ 39 ქულა დააგროვა და კატალონიის "ბარსელონასთან" ჩამორჩენა დროებით 6 ქულამდე შეამცირა.

ატლეტიკო 2:0 ხეტაფე

გოლები: 1:0 - კორეა (18'), 2:0 - დიეგო კოშტა (68').

შემადგენლობები

ატლეტიკო: ობლაკი; ვრსალკო, სავიჩი, გოდინი, ლუკას ერნანდესი; კორეა (ხ.ხიმენესი 84'), კოკე (ტორესი 88'), გაბი, კარასკო (ტომასი 60'); დიეგო კოშტა, გრიზმანი.

ხეტაფე: დამიან მარტინესი; დამიან სუარესი, დაკონამი, კოლა, ანტუნეში; პორტილიო (ა.ხიმენესი 64'), არამბარი, მორა (შიბასაკი 64'), დედუ; მოლინა, ანხელი (პაჩეკო 74').

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები