ნაპოლი ახალ კალეხონს ეძებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლი ახალ კალეხონს ეძებს


ნაპოლი ახალ კალეხონს ეძებს

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, საკუთარი კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

"ჩვენი სატრანსფერო სამიზნე? მე ახალი ხოსე კალეხონის ძიებაში ვარ, მაგრამ ასეთი მოთამაშის პოვნა ძალიან რთულია", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

30 წლის ესპანელი ვინგერი ნეაპოლურ კლუბს 2013 წლის ზაფხულში შეუერთდა და "ნაპოლის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა და მისი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, კალეხონმა 29 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები