ემერის რეალთან მარცხის შემთხვევაში გათავისუფლების არ ეშინია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერის რეალთან მარცხის შემთხვევაში გათავისუფლების არ ეშინია


ემერის რეალთან მარცხის შემთხვევაში გათავისუფლების არ ეშინია

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, განაცხადა, რომ ის თავდაჯერებულია და პოსტის დაკარგვის არ ეშინია.

"ჩემთვის არავის უთქვამს, რომ თუ ჩვენ მადრიდის "რეალს" ვერ დავამარცხებთ, გუნდთან მუშაობას აღარ გავაგრძელებ.

მე აწმყოთი ვცხოვრობ და ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში.

ჩვენ ახალგაზრდა კლუბი ვართ, რომელიც 1970 წელს დაარსდა, ამიტომ პირველ რიგში ევროპული გრანდების დონეზე ასვლა გვინდა, ხოლო ამის შემდეგ უკვე მათი დაჯაბვნა. მადრიდის "რეალთან" მატჩები კი ამ მიზნისთვის იდეალურია. ეს გაზრდის საშუალებას იძლევა", - განაცხადა ემერიმ.

პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ტურნირის ბოლო ორგზის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ უნაი ემერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები