სულ ცოტა ხნის წინ "ბარსელონამ" განახორციელა სუპერ-ტრანსფერი. "ბლაუგრანამ" კლუბისთვის სარეკორდო თანხად-160 მილიონ ევროდ კოუტინიო იყიდა. ექს-"ლივერპულელს" დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდნენ კატალონიაში და როგორც იქნა ეს გარიგება შედგა. კოუტინიო რიგით 28-ე ბრაზილიელია, რომელმაც "ბარსას" მაისური მოირგო. რამდენად გაამართლებს ეს ტრანსფერი, ამას დრო გვიჩვენებს, იქამდე კი გავიხსენოთ "სელესაოს" საუკეთესო წარმომადგენლები "კამპ ნოუზე".
10. მაქსველ ანდრადე
წლები ბარსელონაში: 2009-2012 სტატისტიკა: 89 მატჩი, 2 გოლი ტიტულები: 2 ლა ლიგა, კოპა დელ რეი, 2 ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი
9. სილვინიო
წლები ბარსელონაში: 2004-2009 სტატისტიკა: 125 მატჩი, 3 გოლი ტიტულები: 3 ლა ლიგა, კოპა დელ რეი, 2 ესპანეთის სუპერთასი, 2 ჩემპიონთა ლიგა
8. ჟულიანო ბელეტი
წლები ბარსელონაში: 2004-2007 სტატისტიკა: 100 მატჩი, 1 გოლი ტიტულები: 2 ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერთასი
7. ევარისტო დე მასედო
წლები ბარსელონაში: 1957-1962 სტატისტიკა: 114 მატჩი, 78 გოლი ტიტულები: 2 ბაზრობათა თასი, კოპა დელ რეი, 2 ლა ლიგა
6. ნეიმარი
წლები ბარსელონაში: 2013-2017 სტატისტიკა: 186 მატჩი, 105 გოლი ტიტულები: 2 ლა ლიგა, 3 კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი, ლა ლიგის წლის უცხოელი ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი
5. რომარიო
წლები ბარსელონაში: 1993-1995 სტატისტიკა: 65 მატჩი, 39 გოლი ტიტულები: ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ფიფას წლის ფეხბურთელი
4. დანი ალვეში
წლები ბარსელონაში: 2008-2016 სტატისტიკა: 391 მატჩი, 21 გოლი ტიტულები: 6 ლა ლიგა, 4 კოპა დელ რეი, 4 ესპანეთის სუპერთასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 უეფას სუპერთასი, 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი, ლა ლიგის წლის მცველი
3. რივალდო
წლები ბარსელონაში: 1997-2002 სტატისტიკა: 235 მატჩი, 130 გოლი ტიტულები: ოქროს ბურთი, უეფას სუპერთასი, 2 ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ლა ლიგის წლის უცხოელი ფეხბურთელი, ფიფას წლის ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი
2. რონალდო
წლები ბარსელონაში: 1996-1997 სტატისტიკა: 49 მატჩი, 47 გოლი ტიტულები: ოქროს ბურთი, კოპა დელ რეი, თასების თასი, ესპანეთის სუპერთასი, 2-ჯერ ფიფას წლის ფეხბურთელი, ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ოქროს ბუცი, ლა ლიგის წლის უცხოელი ფეხბურთელი
1. რონალდინიო
წლები ბარსელონაში: 2003-2008 სტატისტიკა: 207 მატჩი, 94 გოლი ტიტულები: ოქროს ბურთი, 2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ლა ლიგის წლის უცხოელი მოთამაშე, 2-ჯერ ფიფას წლის ფეხბურთელი, უეფას წლის ფორვარდი, უეფას წლის ფეხბურთელი
აგრეთვე გამოსარჩევია: ედმილსონი, პაულინიო, რაფინია ალკანტარა, ლუის ადრიანო, სონი ანდერსონი, ჯოვანი
ვებგვერდ GOAL.GE-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები წარმოადგენს შპს "გოლ.ჯი"-ს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.
ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საფეხბურთო საიტი GOAL.GE) დასახელება.
"გოლ.ჯი"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის და ხელშეკრულების გარეშე იკრძალება.