"მასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი", - უოლკოტი ყოფილ გუნდში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი", - უოლკოტი ყოფილ გუნდში?



"საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პელეგრინო აცხადებს, რომ ის ტეო უოლკოტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

28 წლის ბრიტანელი "არსენალმა" "საუთჰემპტონიდან" 2006 წელს გადაიყვანა.

"მასთან ამ თემაზე ვისაუბრე, ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა პელეგრინომ.

"საუთჰემპტონი" პრემიერ ლიგის მე-17 პოზიციაზეა და ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძვის. გუნდი ვირჯილ ვან დეიკმა დატოვა და ცხადია, რომ ეს პელეგრინოს საქმეს კიდევ უფრო გაურთულებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები