დინამომ ივანიშვილი იყიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დინამომ ივანიშვილი იყიდა


დინამომ ივანიშვილი იყიდა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალი სეზონიდან გიორგი ივანიშვილი "დინამო თბილისში" ითამაშებს.

"დინამო თბილისმა გიორგი ივანიშვილი დაიმატა. ჩვენმა კლუბმა 28 წლის შემტევთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გიორგი ბოლო ორი სეზონი საჩხერის ჩიხურას ღირსებას იცავდა, მანამდე კი ცხინვალში კახი კაჭარავას შეგირდი გახლდათ. საქართველომდე ივანიშვილი შვეიცარიის ვოლენში, შაფხაუზენში და ბელინცონაში გამოდიოდა", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ივანიშვილი "ჩიხურასთან" ერთად საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები