მოურა მზადაა პსჟ-დან მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის გამო წავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურა მზადაა პსჟ-დან მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის გამო წავიდეს


მოურა მზადაა პსჟ-დან მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის გამო წავიდეს

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლუკას მოურა მზადაა ამ სატრანსფერო ბაზარზე სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

თუმცა, Téléfoot-ის ცნობით, 25 წლის ბრაზილიელი მხოლოდ ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გადასვლას დათანხმდება, მათ შორის კი მისდამი ინტერესს მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.

ფეხბურთელს "ბორდოში", "ნანტში", "ნიცაში" ან "ბეტისში" განათხოვრების ვარიანტები არ აკმაყოფილებს.

ამ სეზონში მოურამ ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები