სიმეონე კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერს გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონე კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერს გამოეხმაურა


სიმეონე კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერს გამოეხმაურა
"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე აღნიშნავს, რომ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" გადასვლა ესპანეთის ჩემპიონატს ძლიერს გახდის.

გარდა ამისა, არგენტინელი სპეციალისტი ამატებს, რომ კატალონიელებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს წინ.

შეგახსენებთ, 25 წლის ბრაზილიელი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" "ლივერპულიდან" 160 მილიონ ევროდ (40 მილიონი ბონუსების სახით) შეუერთდა.

მოგეხსენებათ, მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო, კოუტინიო დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს.

"კარგია, როცა მნიშვნელოვანი ფეხბურთელების ყიდვის შესაძლებლობა გაქვს. "ბარსელონაში" კოუტინიოს გადასვლა ესპანეთის ჩემპიონატს ძლიერს გახდის", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Sport.es.

"იმ უპირატესობასთან ერთად, რომელიც ჩემპიონატში ახლა "ბარსელონას" აქვს, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - დასძინა დიეგომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები