ოფიციალურად: ზივზივაძე დინამოს ფეხბურთელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: ზივზივაძე დინამოს ფეხბურთელია


ოფიციალურად: ზივზივაძე დინამოს ფეხბურთელია

ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე "დინამო თბილისში" დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

"ბუდუ ზივზივაძე დინამოში დაბრუნდა. 23 წლის ფორვარდი დანიური ესბიერგის კუთვნილებაა და თბილისურ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს.

ბუდუმ გასული 2017 წელი სწორედ სკანდინავიურ გუნდში გაატარა, დანიაში წასვლამდე კი საქართველოს ჩემპიონი, ეროვნული პირველობის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

ფორვარდი ესბიერგში ჩარიცხვამდე სამტრედიასა და ტორპედოში გამოდიოდა. 2011-2014 წლებში კი დინამოში თამაშობდა", - წერია განცხადებაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები